spot_img
მთავარიკანონი და სამართალიგუმათში შეკრებილ ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებთან მიმართებაში პოლიცია...

გუმათში შეკრებილ ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებთან მიმართებაში პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და რეაგირებას მოახდენს კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე – შინაგან საქმეთა სამინისტრო

თბილისში გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ “რიონის მცველები” ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტს ახლა გუმათში აგრძელებენ და უკვე მე-2 დღეა ისევ პირისპირ დგანან აქციის მონაწილეები და სამართალდამცავები. ადგილზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა და დღის ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს:

შინაგან საქმეთა სამინისტრო, გუმათში შეკრებილ ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები და შეინარჩუნონ სიმშვიდე. პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და რეაგირებას მოახდენს კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, რიონის ხეობაში მობილიზებული არიან და საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს შეკრებილებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს,” – ნათქვამია განცხადებაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჩნდება მარტივი კითხვა: კონკრეტულად რა საიდუმლო ინფორმაცია გადასცა და ვის? ვინ იყო მისი წყარო...

სუს-ის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას და შემდგომში ცალკეული მედიასაშუალებების...

“მართლმსაჯულება იქცა ივანიშვილის სარდაფად. ესაა ადამიანების გატაცება საზოგადოებრივი სივრციდან” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია სასამართლო-სამართლებრივი სისტემის კონკრეტულ სქემაზე საუბრობს: "რა პრაქტიკა...

“გორში მომხდარ ძალადობაზე თავად “ოცნების” რეაქცია ამჟღავნებს მათი ძალაუფლების რეალურ ბუნებას – კრიმინალური, სისტემური,...

ელენე ხოშტარიას 4-პუნქტიანი განმარტებები გორში მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით: "გორში მომხდარ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...