spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმამუკა მდინარაძე ოპოზიციას: "რასაც თქვენ აკეთებთ, ემსახურება ერთადერთ...

მამუკა მდინარაძე ოპოზიციას: “რასაც თქვენ აკეთებთ, ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ ისევ შევიდეთ უსაგნო დისკუსიაში და ჩავარდეს მოცემულობა, რომელიც წერია შეთანხმების პირობებში”

თქვენ არ ხართ გულწრფელი და გჭირდებათ რაღაცაში, ლეგიტიმური ეჭვი მაქვს, რომ არ გსურთ გადაიფურცლოს ეს ფურცელი“, – მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელს, შალვა შავგულიძეს ოპოზიციის მიერ მომზადებულ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას.

მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს, პოლიციელები, რომლებიც საათების განმავლობაში შეურაცხყოფას ითმენდნენ, დაზარალებულებად არ წარმოაჩინოს:

მიუხედევად იმისა, რომ ამნისტიის შესახებ კანონი ყველას უნდა შეეხოს, კონვენციით გათვალისწინებული მუხლები გამოირიცხა და ეს გაკეთდა იმისთვის, რომ ვინმეს ვერ მოეხდინა სპეკულაცია, ასევე, 117-ე მუხლიც, რომელიც გულისხმობს, რომ თუ სხეულის მძიმე დაზიანების განზრახვას დაადასტურებს ვინმე, ეს არ შეეხოს.

იურიდიულ სიღრმეებში შესვლა და თან არასწორი ინტერპრეტაციით, რასაც თქვენ აკეთებთ, ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ ისევ შევიდეთ უსაგნო დისკუსიაში და არ იყოს რეალური, საგნობრივი, რაციონალური, თუნდაც კამათი. ეს არის განზრახ არასწორი ინტერპრეტაცია, რომ ჩავარდეს მოცემულობა, რომელიც წერია შეთანხმების პირობებში.

ამოიჩემეთ, რომ ეს არ იყო შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთება. სულისკვეთება კი არა, რაც წერია, იმას არ უყურებთ. ამნისტიის შესახებ კანონის შემუშავება არის მსხვერპლი გაღებული იმისათვის, რომ სწორად ვიაროთ, მათ შორის ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობაში და იმ მიზნისათვის, რასაც ევროკავშირის წევრობა ჰქვია.

სწორად ვიაროთ იქითკენ, რასაც შერიგების რესურსი ქვია და სწორად ვიაროთ კონსენსუსის მისაღწევად კომპრომისებით. თქვენ ეს არ გინდათ, სამწუხაროდ, ამაშია ჩვენი განსხვავება“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სიძულვილის ენა არ არის ურთიერთობის სწორი ფორმა, ამიტომ შეიქმნა შესაბამისი სამსახური, რომელიც ამ მიმართულებით...

„ვინც საღად აზროვნებს არავის მოსწონს ბილწსიტყვაობა, ერთმანეთის შეურაცხყოფა“, -...

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“მინდა წინასწარ განვაცხადო, რომ თუ შეგხვდებათ ვიდეო, აუდიო ან რაიმე სხვა სახის ჩანაწერი, რომელშიც...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, "კლინიკა ვივამედიდან"...

ComCom-მა “ფორმულა” “მაუწყებლობის შესახებ” კანონის დარღვევისთვის 5000 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“მადლობელი ვარ ჩემი და ჩემი ძმაკაცის ირაკლი ნადირაძისადმი გამოხატული ძმური სოლიდარობისთვის” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის წერილი, ემოციური...