კვირა, ივლისი 6, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერებაგამოცდების ეროვნული ცენტრის გულგრილობა და "უსამართლოდ მოქცევა" სტანდარტად...

გამოცდების ეროვნული ცენტრის გულგრილობა და “უსამართლოდ მოქცევა” სტანდარტად იქცა – ნანა ტოხვაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტსაბჭოს წევრი, განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა ტოხვაძე სოციალურ ქსელში ერთ-ერთი აბიტურიენტის მიერ გამოქვეყნებულ ემოციურ პოსტს ეხმიანება და ფაქტთან მიმართებაში დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, სოფიო გორგოძეს:

ვეხმაურები სოციალურ ქსელში გავრცელებულ სსსმ აბიტურიენტის, ტერეზა გალსტიანი ლალაევას წერილს და მოვუწოდებ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, სოფიო გორგოძეს დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და ყურად იღოს აპლიკანტის სპეციალური საჭიროება, რომელიც გულისხმობს საგამონაკლისო წესის დაშვებას და საკითხის ინდივიდუალურად წარდგენას საბჭოს წინაშე.

დარწმუნებული ვარ, ქალბატონი გორგოძე დღესაც სამოქალაქო სექტორს რომ წარმოადგენდეს და არა სახელმწიფო უწყებას, აუცილებლად ექნებოდა ადეკვატური რეაგირება და პროტესტის გრძნობა.

ქალბატონ სოფიოს შევახსენებ, რომ მსგავსი, საგამონაკლისო წესის დაშვების შემთხვევა გვქონდა შარშანაც, კოვიდინფიცირებული აბიტურიენტის შემთხვევაში და თემის გახმაურების შემდეგ, საბედნიეროდ, მივაღწიეთ პრობლემის აბიტურიენტის სასარგებლოდ გადაწყვეტას.

ვფიქრობ, არ იქნება მიზანშეწონილი, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ყოველ ჯერზე, მხოლოდ ბრიფინგებით ვესაუბროთ პასუხისმგებელ პირებს, რადგან გამოცდების ცენტრის გულგრილობა, არაფროფესიონალიზმი და ცენტრისგან “უსამართლოდ მოქცევის” პრაქტიკა სტანდარტად იქცა ამ ქვეყანაში,” – აცხადება ნანა ტოხვაძე.

 

ინფორმაციისთვის: სოციალურ ქსელში ძალზე ემოციური პოსტი გავრცელდა, სადაც ავტორი მის მიმართ ჩადენილ უსამართლობაზე წერს

“მე არ გავჩუმდები, სანამ სამართლიანობა არ აღდგება!” – ტერეზა გალსტიანი ლალაევა

 

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყველაზე მეტი ემოცია და შეძახილი მოჰყვა სიტყვა რევოლუციას და ეს გააკეთეს ახალგაზრდებმა” – ნანუკა...

საპროტესტო აქციაზე დაფიქსირებულ კონკრეტულ პოზიციას და გამოხატულ ემოციას ეხმიანება...

“აუცილებლად გავიმარჯვებთ! ვინც ითანამშრომლებს რეჟიმთან გაქრება” – თენგო თევზაძე

ოპოზიციის საპროტესტო აქტივობების შედეგებზე საუბრობს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, თენგო...

“კარგად გაიგონ, ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებ არც ახლა, არც მერე ამიტომ ბრძოლა ღირსებით და...

საგამოძიებო კომისიაზე კიდევ ერთხელ დაიბარეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რასაც მტკიცე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...