spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ულტიმატუმით საუბარი არის ბნელი 90-იანი წლების გადმონაშთი" -...

“ულტიმატუმით საუბარი არის ბნელი 90-იანი წლების გადმონაშთი” – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს პასუხობს. პრემიერი აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი გაკეთდა მოქალაქეების მაქსიმალური ინფორმირებისათვის და თავადაც ჩართულია ნამახვანჰესის ირგვლივ განვითარებულ პროცესებში:

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის მაქსიმალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა. ეს მზაობა იყო, არის, იქნება და გაგრძელდება ჩვენი მხრიდან. ასევე, პროტესტის მონაწილეებს ჩვენ შევთავაზეთ შესაფერისი დიალოგის ფორმატი.

კიდევ ერთი ინფორმაცია მინდა გითხრათ – თვის ბოლოს მე ვხვდები ინვესტორს. მე თავად ვარ ჩართული და მსურს გავერკვიო დეტალურად, რომ რაიმე წინააღმდეგობრივი არ იყოს ამ ხელშეკრულებაში“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

მისივე განცხადებით მიუღებელია ულტიმატუმის ენით საუბარი, რასაც 90-იანი წლების პერიოდის გადმონაშთს უწოდებს:

რაც შეეხება ულტიმატუმის ენით საუბარს, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ეს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ულტიმატუმით საუბარი არის ბნელი 90-იანი წლების გადმონაშთი და ჩვენ კარგად გვახსოვს, სწორედ ის ბნელი, 90-იანი წლების პერიოდი, როცა ვითომ პატრიოტიზმის ეგიდითა და საფარქვეშ ყველა აქტივისტი “ძალიან კარგი სპეციალისტი” იყო ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, რკინიგზისა და ა.შ. შედეგად რაც მივიღეთ, კარგად მოგეხსენებათ. მივიღეთ სამოქალაქო ომი, ჩვენ თვითონ დავანგრიეთ ჩვენი ქვეყანა, ქარხნები, ფაბრიკები დავშალეთ და ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციაც სწორედ ჩვენი იმდროინდელი გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგია, დავკარგეთ მიწა-წყალი.

აქედან გამომდინარე, მინდა ყველა ამ ადამიანს მივმართო და მოვუხმო გონიერებისაკენ. სახელმწიფო იმართება კანონით და კონსტიტუციის ფარგლებში. ვინც გადავა კანონის ფარგლებს მიღმა, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაგირება”, – აცხადებს მთავრობის მეთაური.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სიძულვილის ენა არ არის ურთიერთობის სწორი ფორმა, ამიტომ შეიქმნა შესაბამისი სამსახური, რომელიც ამ მიმართულებით...

„ვინც საღად აზროვნებს არავის მოსწონს ბილწსიტყვაობა, ერთმანეთის შეურაცხყოფა“, -...

“ამ დროისთვის, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია” – მაია მუმლაძე მურთაზ ზოდელავაზე

ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე" მსჯავრდებული მურთაზ ზოდელავა, ჯანმრთელობის მდგომარეობის...

“მინდა წინასწარ განვაცხადო, რომ თუ შეგხვდებათ ვიდეო, აუდიო ან რაიმე სხვა სახის ჩანაწერი, რომელშიც...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, "კლინიკა ვივამედიდან"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“მადლობელი ვარ ჩემი და ჩემი ძმაკაცის ირაკლი ნადირაძისადმი გამოხატული ძმური სოლიდარობისთვის” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის წერილი, ემოციური...