spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მე ვფიქრობ, მეგობრებთან ერთად სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ...

“მე ვფიქრობ, მეგობრებთან ერთად სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ არ ვიჩქარეთ” – ნიკა მელია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია კიევიდან საქართველოში დაბრუნდა. კიევში ოპოზიციონერ ლიდერს შეხვედრები და მსჯელობა ჰქონდა საქართველოს მე-3 პრეზიდენტთან, მიხეილო სააკაშვილთან. აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბარში ნიკა მელიამ კონკრეტული გეგმების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგეგმება რეგიონებში შეხვედრები და ამის შემდეგ გადაწყდება პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი:

მე ვფიქრობ, რომ მეგობრებთან ერთად სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ არ ვიჩქარეთ. პირველ რიგში პატივისცემის ღირსია ყველა ის ჯგუფი, ვინც ჩვენს ბლოკშია გაერთიანებული, როცა 3 თვის განმავლობაში მათთან ურთიერთობის საშუალება არ მქონია. ვინმეს თუ ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ ციხიდან გამოსვლისთანავე განცხადებას გავაკეთებდი, კონკრეტულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, არასწორი პოზიციაა.

ასევე მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორის ყოფილიყო აბსოლუტური ურთიერთგაგება. მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი გარშემო მუშაობს იმისათვის, რომ ეს ასე არ იყოს. ჩვენს შორის აზრთა სხვადასხვაობა იარსებებს, მაგრამ ძალიან მოხარული ვარ, რომ ყველა ფუნდამენტურ საკითხზე ჩვენ ვთანხმდებით.

მაქვს უკვე შეხვედრა კოლეგებთან, შემდეგ ზეგიდან რეგიონებში გავდივარ და მე ვფიქრობ, რომ თვის ბოლოსთვის ჩვენ უკვე მზად ვიქნებით მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მისაღები,”- განაცხადა ნიკა მელიამ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დანებების ყველაზე დიდი ცდუნება სწორედ გამარჯვების წინ დგება” – ლელა ჯეჯელავა

გამარჯვების წინა განწყობების მანიშნებელი სიმპტომები ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავასგან: "ძალიან გაიწელა...

“ოპოზიციის “ბაბლს” მართლა ძალიან სერიოზულად აშინებს ცოტნე ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო მოსვლა” – ზაალ ანჯაფარიძე

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ცოტნე ივანიშვილის...

“ჩემი ანა და მართა მიწას მივაბარეთ…” – ირმა ამბარდნიშვილი

გორში მომხდარ ტრაგიკულად დასრულებულ ავტოსაგზაო შემთხვევას, რასაც დედა და...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...