ორშაბათი, მაისი 26, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპაატა დავითაია: "ცალსახად ჩანს რომ ძალიან სუსტია საპარლამენტო...

პაატა დავითაია: “ცალსახად ჩანს რომ ძალიან სუსტია საპარლამენტო დელეგაცია”

დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლას პოლიტიკური პარტია “ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაია აფასებს და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პრემიერის გამოსვლის ტექსტი სწორი მიმართულებით იყო გაკეთებული, შეკითხვებმა აჩვენა, რომ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის მიმართ დამოკიდებულება ნეგატიური და დამამცირებელია, რამაც საერთო ჯამში ქვეყნის იმიჯი შელახა.

“როგორც იცით, დღეს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრის გამოსვლა იყო. მინდა გამოვეხმაურო ამ ფაქტს და ხაზი გავუსვა, რომ გამოსვლის ტექსტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი, ასე ვთქვათ. იყო ძირითადი მესიჯები იმ მიმართულებით, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის. მნიშვნელობა არ აქვს ოპოზიციაში ხარ თუ პოზიციაში, მნიშვნელოვანია ქვეყნის ინტერესები, როცა ევროსაბჭოში გამოდიხარ. აქედან გამომდინარე, მან ხაზი გაუსვა ოკუპაციის თემას არაერთხელ და პირდაპირ ევროპის საბჭოსაც მოუწოდა რომ არ გაითვალისწინონ გარკვეული საკითხები, რათა რუსეთის ფედერაციას ხმის უფლება აღუდგეს. ბევრი სხვა საკითხები, რაც მან დასვა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და დასვა აქცენტები.

ტექსტი, ვინც მოუმზადა პრემიერს, ძალიან კვალიფიციურ დონეზე იყო გაკეთებული. მაგრამ, ყველაზე საინტერესო მომენტები იწყება მისი გამოსვლის შემდეგ – ის ნეგატიური კითხვები, რაც წამოვიდა პრემიერის წინააღმდეგ. ასეთი არ მახსოვს რომ ყოფილიყო საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლის გამოსვლის შემდეგ. 100 პროცენტიდან 90 კითხვა იყო, რაც აბსოლუტურად დამაზიანებელია ქვეყნისათვის. ყველა იმ საჭირბოროტო საკითხს, ფაქტობრივად, ხაზი გაესვა. იმ პარტიამაც კი, რომლის წევრიც არის “ქართული ოცნება”, საუბარია სოციალისტური პარტიის ჯგუფზე, იქიდანაც კი ნეგატიური კითხვები წამოვიდა. ეს იყო ძალიან დამთრგუნავი, რადგან ქვეყნის იმიჯი ილახებოდა. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ რაოდენ სუსტად მუშაობს, საპარლამენტო დელეგაცია ფაქტობრივად, განულებულია. ჩვენ ვნახეთ რომ ყველა ფრაქცია დაესხა თავს პრემიერ-მინისტრს. მე რომ მკითხოთ, სწორი კითხვები იყო დასმული. თუმცა პრობლემა სხვა რაღაცაში მდგომარეობს და ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს სწორი დასკვნები.

რაც არ უნდა კარგი გამოსვლა ჰქონდეთ, უნდა გააცნობიერონ, რომ თავისი ქმედებით აზიანებენ საქართველოს სახელმწიფო იმიჯს. ეს არის ყველაზე მძიმე რაც მოვისმინე. ცალსახად ჩანს რომ ძალიან სუსტია საპარლამენტო დელეგაცია, იმიტომ რომ, ასე ვიზიტების მომზადება, ასე თავდასხვა პრემიერ-მინისტრზე, გულზე მხვდება რომ სახელმწიფო წარმომადგენელს ამცირებენ, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა თვითონ უნდა გააკეთოს დასკვნები, რომ ქმედება მისი მხრიდან, რაც ქვეყანაში ხორციელდება, უკვე ბევრ კითვის ნიშნის აჩენს. იბადება კითხვის ნიშნები. ჩვენ ევროსაპჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე უკვე ვიხილეთ ის თავდასხმა, რაც განხორციელდა, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს მთავრობა არის ძალიან სუსტი. და მან თუ არ გაითვალისწინა ბევრი რეკომენდაცია, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება, როგორც დღეს აღმოჩნდა პრემიერი” – განაცხადა პაატა დავითაიამ

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...

“განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ნიკუშათი, გარდა იმისა, რომ ბევრ რამეში გაჭრილი ვაშლივით მგავს, კიდევ უფრო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას, პეტრე ცისკარიშვილის...

“ჩემზე არ იდარდოთ, ბეტონის იატაკზეც გავძლებ” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"გირჩი - მეტი თავისუფლება" სოციალურ ქსელში ავრცელებს მათი ლიდერის,...

“ოპოზიციის წარმომადგენლებს გირაოს გადახდას, ზოგიერთ შემთხვევაში, ციხეში წასვლაც კი ურჩევნიათ, იმის ნაცვლად, რომ მოვიდნენ...

პარლამენტის დეპუტატი ვლადიმერ ბოჟაძე საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო წარმოებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშას ჯინაზე ქოცებო – დამწყებო პოლიტიკოსებო… პატიმარ კაცთან ბრძოლა ვინ გასწავლათ?” – ელისო კილაძე

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით კონკრეტულ პიროვნებებს, პირდაპირი მინიშნებით მიმართავს...

“დასავლეთის და უკრაინის ჯინაზე რომ რუსეთი გევასება და გულშემატკივრობ, ეს რა ფენომენია, არ მესმის…”...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული კატეგორიის ქართველების მიერ რუსეთის მიმართ...

“ბონდო შალიკიანის დაკავებაზე მოვიშვიშე ხალხი სად ხართ? ეს ყველაფერი ჯდება თქვენს გემოვნებაში?” – ბაჩანა...

პროკურატურის მიერ სხვადასხვა ფონდის ხელმძღვანელების თუ სამოქალაქო აქტივისტების სახლებში,...

“17 მაისს რომ 1989 წლის 9 აპრილთან ასოცირებულ “ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტების” უკრავენ, მაგაზე უფრო...

"ოჯახის სიწმინდის დღისადმი" გამართულ ღონისძიებაზე მუსიკალურ ფონად სიმღერის -...