spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მაშინ დაწყებულის" თაობაზე სიჩუმე აღარ მგონია სწორი, ამიტომ...

“მაშინ დაწყებულის” თაობაზე სიჩუმე აღარ მგონია სწორი, ამიტომ მარტივად განვმარტავ, სიცხადის შემოტანის მიზნით… – ნიკა ვაჩეიშვილი

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის გელათის სამონასტრო კომპლექსთან მიმართებაში გაკეთებულ კრიტიკულ შეფასებებს სოციალურ ქსელში პასუხობს ხელოვნებათმცოდნე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრი, ნიკა ვაჩეიშვილი:

ძალიან არ მინდოდა გელათზე მსჯელობა “შენს დროს“, “ჩემს დროს“ გარჩევამდე დამეყვანა. საპასუხოდ კი სულ ისმის 2008 წელი, „იმ დროს დაწყებული დანაშაულებრივი ექსპერიმენტების“ შესახებ.

„მაშინ დაწყებულის“ თაობაზე სიჩუმე აღარ მგონია სწორი, ამიტომ ბევრს აღარ გავაგრძელებ და მარტივად განვმარტავ, სიცხადის შემოტანის მიზნით:

• დიახ, გელათის პროექტი 2008 წელს დავიწყეთ და ეს ჩვენი ერთ-ერთი საამაყო რამ იყო.
• დიახ, „მაშინ“ გაკეთდა გელათის აკადემია – რომელიც მაღალხარისხოვანია და დღემდე დამატებითი „ჯეშტებით დალატკვა“ არ დასჭირვებია.
• დიახ, მაშინ გაკეთდა გელათის კომპლექსში შემავალი გაბრიელ ქიქოძის შენობების რესტავრაცია და მას შემდეგ მათაც დამატებითი გადახურვები არ დასჭირვებია.
• დიახ, მაშინ გაკეთდა კომპლექსში შემავალი აღმოსავლეთი კარიჭის რესტავრაცია და მას შემდეგ მასაც დამატებითი სახურავები არ დასჭირვებია.
• დიახ, მაშინ გაკეთდა წმ. ნიკოლოზის ეკლესიის კრამიტით გადახურვა და მასაც არც კრამიტის გამოცვლა და არც დამატებითი თუნუქი არ დასჭირვებია.
• დიახ, მაშინ გავაკეთეთ “დავითის წყაროს” გუმბათის კრამიტი და გადახურვა და მასაც დღემდე არ დასჭირვებია შეცვლა ან დამატებითი ფენილების მოწყობა.
• დიახ, მაშინ გავაკეთეთ დავით აღმაშენებლის “საფლავსა ზედა კარიბჭე” და მასაც არც სახურავის გამოცვლა დასჭირვებია და არც დამატებითი ფენილები.
• დიახ, მაშინ გავაკეთეთ წმ. გიორგის ეკლესიის ფრესკების კონსერვაცია, რომელიც „თქვენს დროს“ ზიანდება და ცვივა.
• დიახ, მაშინ დავიწყეთ ქვის კონსერვაციის პროექტი გელათში, რომელში ჩადებული შრომაც ბოლო წლების ფასადების რეცხვის გამო დიდწილად წყალში გადიყარა.
ამის შემდეგ:
2014 ში განაახლეთ პროექტი და ახალი ხელისუფლების დროს „გააკეთეთ“:
• წმ. გიორგის ტაძრის კრამიტი და გადახურვა, რომელიც დაიმსხვრა და თუნუქით გახდა გადასახური.
• დიახ, „ახალ დროს” “გაკეთდა” მთავარი ტაძრის გადახურვები, რომელიც დაიმსხვრა და თუნუქით გახდა გადასახური.
დიახ “ახალ დროს” ჩაეფინა ისეთი გაუგებარი მასალები ზედა სივრცეებში, რომ ისპობა ძველი მოხატულობა.

ამ პოსტის მერე დაიარეთ “ჩემს დროს” გაკეთებული შენობები და ეგებ სადმე ხვრელი მოძებნოთ სახურავში, სადაც წყალი ჩამოდის და თქვენ არ შეგიკეთებიათ.

აღარ გავაგრძელებ. მადლობა ყურადღებისათვის“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა ვაჩეიშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სიძულვილის ენა არ არის ურთიერთობის სწორი ფორმა, ამიტომ შეიქმნა შესაბამისი სამსახური, რომელიც ამ მიმართულებით...

„ვინც საღად აზროვნებს არავის მოსწონს ბილწსიტყვაობა, ერთმანეთის შეურაცხყოფა“, -...

“გაბოროტებაა ისიც, როცა სხვის წარმატებას ვერ ამჩნევ, არ გიხარია, თითქოს არც მომხდარა” – გოჩა...

სოციალურ ქსელში ყურადღების გამოჩენის დეფიციტზე მიანიშნებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა: "გაჭირვების...

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა გვიჩვენებს, თუ როგორი ქაოტური და უყურადღებო ვითარებაა გზებზე” – ანა...

გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა ტრაგიკულად დამთავრდა - ავარიას დედა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...