დაცული ტერიტორიების სააგენტო მოსახლეობის საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს იმის თაობაზე, რომ 26 მაისიდან – მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, ოკაცეს ჩანჩქერი (სოფ.კინჩხა), პრომეთეს მღვიმე და სათაფლია ვიზიტორთათვის იხსნება:
სამუშაო დროები:
პრომეთეს მღვიმე : ყოველდღე 10:00 – 18:00
სათაფლიას მღვიმე: ყოველდღე 10:00 – 18:00
ოკაცეს კანიონი: ყოველდღე 10:00 – 18:00
ოკაცეს ჩანჩქერი (სოფ.კინჩხა): ყოველდღე 10:00 – 18:00
მარტვილის კანიონი: ყოველდღე 10:00 – 18:00
სააგენტო ვიზიტორებს ასევე აფრთხილებს, რომ მოგზაურობის დროს გაითვალისწინონ კოვიდ 19 პანდემიის პრევენციისთვის შემუშავებული რეგულაციები:
რეკომენდებულია თანხის გადახდა უკონტაქტო გზით ან შეიძინეთ ბილეთები დისტანციურად https://guru.ge/-ზე
აღმოაჩინე ქართული ბუნება და შეიქმენი დაუვიწყარი მოგონებები!