ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
12 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერება"ბატონი ნიკა გვარამია არაკვალიფიციურია ჩემსავით, მაგრამ მე როდესაც...

“ბატონი ნიკა გვარამია არაკვალიფიციურია ჩემსავით, მაგრამ მე როდესაც არ ვიცი, ვეკითხები სპეციალისტს” – თეა წულუკიანი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ბრიფინგი გამართა და გელათის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, “ხარაჩოებზე ბოდიალი” გელათის ფრესკებს უფრო მეტად აზიანებს, ასევე, მიუთითა, რომ არ უნდა მოხდეს ამ თემის პოლიტიზირება.

2008 წლიდან 2020 წლამდე, სამწუხაროდ, გელათის სამონასტრო კომპლექსზე, ჩემი სუბიექტური აზრი დაარქვით თუ გნებავთ ამას, მიმდინარეობდა ძეგლისათვის საზიანო ექსპერიმენტი და მინდა, ყველას გთხოვოთ, გამოვიყენებ ასეთ ყველასათვის გასაგებ სიტყვას – ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე, იმიტომ რომ ხარაჩოებზე ბოდიალი აზიანებს კიდევ უფრო მეტად იმ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ფრესკებს, რომელ მდგომარეობაშიც, სამწუხაროდ, ზოგიერთი ფრესკის ზოგიერთი კონკრეტული ნაწილი არის.

წინ დააყენეთ გელათის ინტერესი და არა პოლიტიკური, რადგან გელათი არ არის პოლიტიკოსი, გელათი არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

საუბარია, ბატონ ბარათაშვილზე, რომელიც დაუკითხავად ავიდა ხარაჩოზე. გასაგებია, რომ ინტერესი დიდია, მაგრამ ბარათაშვილი იქნება ის, ამილახვარი, თუ ქიბროწაშვილი – ყველას გთხოვთ, წინ დააყენეთ გელათის ინტერესი“, – აცხადებს თეა წულუკიანი.

მინისტრი გამოეხმაურა გელათის მონასტრის ჩამოშლილ ფრესკებზე მთავარი არხის დამფუძნებელ ნიკა გვარამიას კომენტარს. თეა წულუკიანის თქმით, ნიკა გვარამიას სპეციალური მასალა სკოჩში აერია:

ალბათ, ბატონი ნიკა გვარამია ყველაფერჩიკია და ესეც იცის, მაგრამ მე არ ვარ ასეთი. მე, როდესაც ვნახე თქვენ მიერ გამოქვეყნებული, არ ვიცი როგორი ტელევიზია ხართ, მაგრამ მის მიერ გამოქვეყნებული გელათის დამცინავი პოსტი, ფერწერის სპეციალისტებსა და ხელოვნებათმცოდნეებს ვკითხე და ისინი, პირდაპირ გეტყვით, თავს გრძნობენ შეურაცხყოფილად მისი პოსტის გამო წებოვან ლენტებზე, რადგანაც აღმოჩნდა, რომ ეს არ არის წებოვანი ლენტები, არამედ არის სპეციალური მასალა.

მესმის, რომ ბატონი ნიკა გვარამია არაკვალიფიციურია ჩემსავით, მაგრამ მე, როდესაც არ ვიცი, ვეკითხები სპეციალისტს, ის კი არავის არაფერს არ ეკითხება და მას მოეჩვენა, რომ ეს არის სკოჩი“, – აღნიშნაბს თეა წულუკიანი.

თეა წულუკიანი ასევე ეხმიანება 2010 წელს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანილ ნახატებს და ნიკა გვარამიას მისამართით შეკითხვას სვამს, თუ რატომ არ გამოეხმაურა ამ ფაქტს თუნდაც იგივე სოციალური ქსელის მეშვეობით, თუკი გული შესტკივა კულტურულ მემკვიდრეობაზე.

2010 წელს სამინისტრომ ნახატები გაამგზავრა ჩეხეთში. ბატონი გვარამიას, ქართული კულტურის უდიდესი გულშემატკივრის, დროს ეს ნახატები გატანილი იქნა მუზეუმიდან და შემოტანილი სამინისტროში, შემდეგ კი 4 მათგანი ისე გავიდა ჩეხეთში, რომ ნიკა გვარამიას ამის შესახებ ფეისბუქზე არაფერი დაუწერია, ალბათ იმიტომ, რომ მაშინ ფეისბუქი არ არსებობდა ან მან არ იცოდა სარგებლობა, დღეს არის აღშფოთებული“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა

ავტორი
ნატალი ბაკურაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ასეთი საცოდაობა მართლა იშვიათია… პოლიციის კაპიტანს, რომელსაც ლოყა სტკივა და ქალი ჟურნალისტის სილაზე დღემდე...

სასამართლო პროცესზე ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიერ გაკეთებულ...

“სააკაშვილის ბანერი უშლის ხელს ქოცებს ქოცების მოშორებაში. რა არის აქ გაუგებარი?!” – ზაზა ბიბილაშვილის...

„ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“დაიმახსოვრეთ, ისეთ ხათაბალაში აღმოჩნდებით, მთელი ცხოვრება ვერ ჩამოირეცხავთ სირცხვილს…” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი საზოგადოებას კონკრეტული რჩევა-შეთავაზებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...