spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიკახა კალაძე: არავითარ შემთხვევაში, არ უნდა დავუშვათ ქალაქში...

კახა კალაძე: არავითარ შემთხვევაში, არ უნდა დავუშვათ ქალაქში რეკრეაციული სივრცეების განადგურება

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქალაქში რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე შეიქმნას და არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდეს“, – ამის შესახებ განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პრეზენტაციაზე – „თბილისის ურბანული განვითარების პოლიტიკა“

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია ასევე, შენარჩუნდეს არსებული მწვანე სივრცეები და სპორტული მოედნები.

პრეზენტაციის დასაწყისში ვისაუბრე იმ მავნე პრაქტიკაზე, რომელიც წლების განმავლობაში, სამწუხაროდ, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონსა თუ უბანში ხდებოდა – როდესაც რეკრეაციული და სპორტული მოედნების ხარჯზე, საცხოვრებელი კორპუსების, საოფისე სივრცეების მშენებლობა ხდებოდა, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

ჩვენ შევთანხმდით, სამშენებლო კომპანიებს ავუხსენით ჩვენი დამოკიდებულება, გვქონდა არაერთი შეხვედრა ცვლილებებთან და რეგულაციებთან დაკავშირებით და დღეს ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.

არავითარ შემთხვევაში, არ უნდა დავუშვათ რეკრეაციული სივრცეების განადგურება. პირიქით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დედაქალაქში რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე შეიქმნას, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოვასწოროთ.

მნიშვნელოვანი მიდგომა და დამოკიდებულებაა ის, რომ შევინარჩუნოთ მწვანე სივრცეები, ასევე, მოვუაროთ სპორტულ მოედნებს, რათა ჯანსაღი ცხოვრების დანერგვას შევუწყოთ ხელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ურბანული პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებზე ასევე, თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2019 წელს დედაქალაქის მერიამ ქალაქის განვითარების ახალი გენერალური გეგმა მიიღო.

ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არის დოკუმენტი, რომელიც ქალაქის გრძელვადიან, სტაბილურ და სწორ განვითარებას უზრუნველყოფს. როდესაც მერიაში მოვედით, აქტიურად დავიწყეთ ამ დოკუმენტზე მუშაობა და 2019 წლის გაზაფხულზე, ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა დავამტკიცეთ – დოკუმენტი, რომელიც თბილისის მასშტაბით, თითოეული მიწის ნაკვეთის, უბნის თუ არეალის განვითარების პირობებსა და დაშვებებს განსაზღვრავს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ასევე, თბილისის ისტორიული ნაწილის დამცავი ზონების აღდგენა; დამატებით, 4 000 000 კვ.მ ტერიტორიას მივანიჭეთ მწვანე სივრცის სტატუსი;

განვსაზღვრეთ ხუთი ახალი საპარკე არეალი;

იკრძალა სამშენებლო კოეფიციენტების გადამეტება;

არცერთი ნებართვა სკვერების, პარკის თუ სპორტული სივრცის ტერიტორიაზე აღარ გაიცემა.

მინდა გითხრათ, რომ ეს დაპირება უნაკლოდ არის შესრულებული“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, ასევე, აიკრძალა მანამდე არსებული მავნე პრაქტიკა – სამშენებლო კოეფიციენტების გადამეტება.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ხუხაშვილს საკუთარი სიმართლით სიარული ვუსურვე და მწყევლისო, კივის” – თამარ ჩერგოლეიშვილი

"მაგ სიმართლით იარე..." - ლოცვა თუ წყევლა? თამარ ჩერგოლეიშვილის...

“ეს ჩვენი ბედოვლათები ირანში პანაშვიდებზე სიარულს ვერ გაცდნენ” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გეოპოლიტიკური პარალელი: "ესე იგი, ალიევს შეუძლია, ერთ...

“ქოცები ქართველებს ეპყრობიან, როგორც ოკუპირებულ ხალხს” – მიხეილ სააკაშვილი

ჯარიმებთან დაკავშირებით მძიმე შეფასება-განმარტებებს აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

“გაძვირება არის ტყუილი იმიტომ, რომ, პირიქით, შენელებულია ინფლაციური პროცესები” – ირაკლი კობახიძე

მედიასთან კომენტარეში, მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ, სურსათის გაძვირებასთან დაკავშირებით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თუ წარსულში ჩავრჩით და ჩვენი ტრავმებით ვიცხოვრეთ, ქვეყანა ჩარჩება წარსულში” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...

“ქოცები ქართველებს ეპყრობიან, როგორც ოკუპირებულ ხალხს” – მიხეილ სააკაშვილი

ჯარიმებთან დაკავშირებით მძიმე შეფასება-განმარტებებს აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“დიალოგი თუ ილუზია: რა არ გვესმის რუსეთის პოლიტიკაში” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

საბჭოთა კავშირი დაიშალა, თუმცა რუსეთის ფედერაციის იმპერიული ამბიციები არსად...