spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"როგორ წარმოგვიდგენია დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე პოლიტიკური დევნის შეწყვეტა,...

“როგორ წარმოგვიდგენია დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილზე?” – ხატია დეკანოიძე

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი, ხატია დეკანოიძე პარტიის მომავალ გეგმებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში გამოთქმული მოსაზრებების ანალიზის საფუძველზე თავის კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს:

სამი დღეა ვაკვირდები ენმ-ის მომავალთან დაკავშირებულ დისკუსიას სოციალურ ქსელში.
ჩემთვის ყველაზე წონადი არგუმენტი ბოიკოტის გაგრძელებაზე საარჩევნო კანონმდებლობის და არჩევნების პროცესის უნდობლობაა. სხვა თავდასხმებს გაყიდვის, ხელფასზე და თბილი სკამისკენ ლტოლვის შესახებ არ გამოვეხმაურები. ბევრი შეტევა გამომივლია და გაცილებით დიდ საფრთხედ მივიჩნევ ემოციურ მოწოდებებზე პარტიის გადაწყვეტილების აგებას, ვიდრე ჩემზე შეტევას და კონსპირაციის თეორიების განვითარებას. გულწრფელ ამომრჩეველს კი კრიტიკისთვის და რჩევისთვის მადლობას ვუხდი.

1. თუ ჩვენ საარჩევნო კანონმდებლობის შესაცვლელად არ გამოვიყენებთ ჩვენს რესურსს, მაშინ რატომ უნდა შევიდეს პარტია თვითმმართველობის არჩევნებზე და იბრძოლოს (მაგალითად) საკრებულოში ადგილებისთვის;

2. თუ პოლიტიკური პროცესის ბოიკოტს ვაგრძელებთ (რისი მომხრეც ვიყავი არსებულ რეალობამდე), მაშინ თვითმმართველობის არჩევნებისკენ სწრაფვა რატომ არის გამართლებული. ანუ ვაღიარებთ, რომ 43 % ყველას საზრუნავია და მათ შორის ყველაზე დიდი ოპო პარტიის;

3. როგორ წარმოგვიდგენია დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილზე?

4. თუ ყველანაირ პოლიტიკურ პროცესს ვემიჯნებით, რჩება ალტერნატიული გზა – მასშტაბური სამოქალაქო პროტესტი. აქ ნიკას დაკავების ღამე მახსენდება. გაზით, შტურმით, ხელკეტებით ჩვენი ოფისის დარბევის დროს, გარეთ ზღვა ხალხი არ მინახავს. სახელობითად ვიცნობდით ერთმანეთს ოფისში. დიდი მადლობა მათ.

ბოლოს, გუშინ 29 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაშია. პოლიტიკური კატეხიზმოს ქადაგების როლიდან მალე თუ არ გამოვალთ – უფრო მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით, ვიდრე შესვლა, დოკუმენტი ან არშესვლაა“, – წერს ხატია დეკანოიძე ფეისბუქის პირად გვერდზე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

გიორგი კეკელიძე: “ჩვენზე დიდსულოვანი მასპინძელი არავინაა, ჩვენზე სტუმართმოყვარე ერი”

ქართველი პოეტის, პროზაიკოსის, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

“ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს” – კახა კალაძე

„ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც...

“დაგვაზიანეს, მაგრამ ვერც ოპოზიცია გააჩერეს, ვერც ხალხი” – ელენე ხოშტარია

"ყველა პროდასავლურ პარტიას და საზოგადოებრივ ჯგუფს გავუზიარებ ჩემს გეგმას,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...