ხუთშაბათი, ივლისი 3, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიისტორიული ფაქტები40 წელი თბილისის "დინამოს" ისტორიული გამარჯვებიდან

40 წელი თბილისის “დინამოს” ისტორიული გამარჯვებიდან

40 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის “დინამომ” ისტორიული გამარჯვება იზეიმა. ეს იყო 1981 წლის 13 მაისს, როდესაც თბილისის “დინამომ” თასების მფლობელთა თასის ფინალში იენის “კარლ ცაისი” 2:1 დაამარცხა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად, ქართულმა კლუბმა ევროთასი მოიგო.

შეხვედრა გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფში გაიმართა. ამ ისტორიულ შეხვედრას თბილისიდან ჩამოსული უამრავი გულშემატკივარი და ქართველი ემიგრანტი ესწრებოდა. ისინი მთელი მატჩის განმავლობაში ამხნევნებდნენ “დინამოს”.

ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი შოთა გორგოძე იხსენებდა:

ფინალური შეხვედრის წინ აღმოვაჩინე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მეტოქე სოციალისტური, მაგრამ მაინც გერმანული კლუბი იყო, მასპინძელთა სიმპათიები თბილისის “დინამოსკენ” იხრებოდა. დიუსელდორფის “ფორტუნა” იმ გათამაშებაში მონაწილეობდა, მაგრამ ადრეულ სტადიაზე გამოვარდა. სამაგიეროდ ფინალში გავიდა მათი იდეოლოგიური მტრის წარმომადგენელი. ეს იყო ის უმთავრესი ფაქტორი, სტადიონი სანახევროდაც რომ არ შეივსო. ამის გამო მატჩამდე გარკვეული ფსიქოლოგიური უპირატესობა გაგვაჩნდა“.

მოედანზე გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე, გუნდის გასახდელში, თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა, ნოდარ ახალკაცმა, მოთამაშეებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიერ გამოგზავნილი წერილი წაუკითხა, რაც თურმე ძალიან დიდი მოტივატორი გამხდარა გუნდის წევრებისათვის. მათ პირობა დადეს, რომ აუცილებლად უნდა გაემარჯვათ. ამ შემართებით გავიდნენ სათამაშო მოედანზე.

63-ე წუთზე ანგარიში გერმანელებმა გახსნეს გერარდ ჰოპეს მიერ გატანილი გოლით. ამის საპასუხოდ 4 წუთში ვლადიმერ გუცაევმა ანგარიში გაათანაბრა. გამარჯვების გოლი კი 87-ე წუთზე ვიტალი დარასელიამ გაიტანა.

13 მაისის ღამეს ეროვნული ზეიმი გაიმართა მთელს საქართველოში. თბილისში ჩამოსულ მოთამაშეებს კი აეროპორტში საოცარი დახვედრა მოუწყვეს.

ამ ისტორიული გამარჯვებიდან 40 წელი გავიდა, თუმცა თავის ფასეულობასა და მნიშვნელობას 1981 წლის 13 მაისის თარიღი დღემდე არ კარგავს.

ავტორი
ნატალი ბაკურაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ბიზნესი, რომელიც რეკლამას ანთავსებს მხოლოდ სახელისუფლებო მედიასაშუალებებში, ემსახურება რუსულ რეჟიმს” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“სოლიდარობა არის ის მთავარი ღერძი რის გარშემოც უნდა აიგოს ჩვენი ბრძოლა და რასაც უნდა...

კონკრეტულ ფაქტებზე მიანიშნებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და...

“ამოსავალი წერტილი არის მშვიდობის შენარჩუნება, რასაც მოჰყვება ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლებისთვის ამოსავალი წერტილი არის...

“როგორ დაამდაბლეს პოლიტიკური აქტი “შიმშილობა”! – ლალი მოროშკინა

პარლამენტის წინ დაწყებულ შიმშილობის აქტს მწვავე სეფასებებით ეხმაურება ლიდერ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...