კვირა, ივლისი 6, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერება"უთავბოლო, ნეპოტისტურ-კორუფციულ ჭაობში იხრჩობა განათლების სისტემა" - ნანა...

“უთავბოლო, ნეპოტისტურ-კორუფციულ ჭაობში იხრჩობა განათლების სისტემა” – ნანა ტოხვაძე

პირველკლასელების რეგისტრაციის დაწყებას ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტსაბჭოს წევრი, განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა ტოხვაძე და აცხადებს, რომ სფეროში არსებული ყველა პრობლემა თუ უბედურება უსისტემო და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების შედეგია:

ყველა უბედურება რაც განათლებაში გვჭირს იმ უსისტემო და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების შედეგია, რომელშიც ბოლო წლებია აქტიურად მიგვაქანებს სახელისუფლება. კარგად ვერ მიხვდნენ, რომ მათი ვალდებულებაა ემსახურონ მოქალაქის საუკეთესო ინტერესს.

სახელმწიფოს ფულის სხვა წყარო არ აქვს, გარდა იმისა, რასაც ხალხი თავად გამოიმუშავებს. არ არსებობს სახელმწიფო ფული, არსებობს მხოლოდ გადასახადის გადამხდელთა ფული, რომელიც მიზნობრივად და უკეთესი პირობების შექმნას უნდა ხმარდებოდეს.

დღეს პირველკლასელთა რეგისტრაცია გამოცხადა, რომელიც ფორმალურად 5 ივნისამდე გრძელდება. რეალობა კი ისაა, რომ ბაზები თვალის დახამხამებაში შეივსო და მშობლები საკუთარ მუნიციპალიტეტში, უბნის საჯარო სკოლაში ვერ არეგისტრირებენ ბავშვებს.

პრაქტიკულად დიდგორის, შამქორისა და მარაბდის მსგავსი ბრძოლების გადახდა მოუწია მშობელთა ნაწილს და დასწრებაზე დარეგისტრირდა. ვინც ვერ შეძლო, ახლა მიდგომ-მოდგომის, „შინაურის“ გამონახვისა და განცხადებებით სირბილის ჯერია.

ვინმემ აქვს პასუხი, რატომ არ არის უპირატესი ბავშვის საუკეთესო ინტერესი? დროა, აღიარონ, რომ პროცესის რაციონალურ ჩარჩოებში მოქცევის ნაცვლად განათლების სისტემა უთავბოლო, ნეპოტისტურ-კორუფციულ ჭაობში იხრჩობა”, – აცხადებს ნანა ტოხვაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“აზერბაიჯანსაც ომი უნდა?!” – გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილის კონკრეტული პარალელი და (არა)რიტორიკული შეკითხვა: "ალიევივით ქვეყნის გამთლიანების...

“მე თუ მკითხავ, ეს კანონი ხელახლა არის დასაწერი” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში...

“კარგად გაიგონ, ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებ არც ახლა, არც მერე ამიტომ ბრძოლა ღირსებით და...

საგამოძიებო კომისიაზე კიდევ ერთხელ დაიბარეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რასაც მტკიცე...

“თუ ყაველაშვილის მხრიდან ამ განცხადებას არ ღებულობენ იმიტომ, რომ არალეგიტიმურს ეძახიან, ბოდიში და იმ...

პარლამენტის დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ირონიული შეფასება-განმარტებებს აკეთებს ოპოზიციის მიერ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...