ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ყველაფერი მიმდინარეობს პოლიტიკური მართლწესრიგით" - გიორგი კონდახიშვილი

“ყველაფერი მიმდინარეობს პოლიტიკური მართლწესრიგით” – გიორგი კონდახიშვილი

საქალაქო სასამართლომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის განხილვა დაიწყო. ოპოზიციონერი ლიდერის ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი აღნიშნულ პროცესს იმიტირებულ სასამართლო პროცესს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს სისხლის სამართლის საქმე მთლიანად პოლიტიკურადაა მოტივირებული:

მე ამ პროცესს ვუწოდებ ე.წ. იმიტირებულ სასამართლო პროცესს, სადაც რეალურად კანონისა და სამართლის მოთხოვნიდან გამომდინარე არაფერი არ ხდება. ყველაფერი მიმდინარეობს პოლიტიკური მართლწესრიგით.

ჩვენ, იურისტებს ვალდებულება გვაქვს, რა თქმა უნდა, დავიცვათ კანონის მოთხოვნები, გავაგრძელოთ მონაწილეობა აღნიშნულ პროცესში და, რა თქმა უნდა, ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი მხრიდან, რომ ნიკა მელიას უდანაშაულობა დავამტკიცოთ, თუმცა, ეს ისედაც ცხადია.

ბრალდების შინაარსიც, თვითონ კონკრეტულად ეს სისხლის სამართლის საქმეც არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად მოტივირებული და მოგონილი ერთადერთი მიზნით, რომ ნიკა მელიას განეიტრალება მომხდარიყო პოლიტიკურ პროცესებში“, – აცხადებს გიორგი კონდახიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას ბრალი 20 ივნისის საქმეზე აქვს წაყენებული. სასამართლო მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება.

ავტორი
ნატალი ბაკურაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მოძალადე რეჟიმის პირობებში არავინ არის დაცული, მათ შორის, ის ადამიანებიც, რომლებსაც დიდი როლი აქვთ...

ბოლო დღეებში საქართველოში მომხდარ კონკრეტულ ფაქტებს მწვავე პოლიტიკური შეფასებებით...

“ვფიქრობ, ყოველი დღე ასე უნდა დავიწყოთ და აქციაც ამის გამო უნდა გაკეთდეს…” – თაკო...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, კონკრეტული მოთხოვნებით,...

“შემდეგი ალბათ იქნება შეირაღებული ძალების მთლიანად გაქრობა და ქვეყნის გადაცემა რუსეთისთვის” – მიხეილ სააკაშვილი

მმართველი გუნდის კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, მძიმე მოლოდინებით, ეხმაურება საქართველოს მე-3...

“ასე გაცვალეს სამშობლო ძალაუფლებაზე და კიდევ ერთხელ უღალატეს საქართველოს” – პაატა მანჯგალაძე

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში "ქართული ოცნების" დელეგაციის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...