პარასკევი, ივნისი 27, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიCOVID 19საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები "სინოფარმის" კორონავირუსის საწინააღმდეგო...

საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები “სინოფარმის” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ

პარლამენტის წევრები Covid 19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესში აქტიურ ჩართულობას განაგრძობენ. დღეს, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის ოცამდე წარმომადგენელი შპს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში – „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ვაქცინაცია არის ერთადერთი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ქვეყნა საბოლოოდ გაიხსნას როგორც ბიზნესებისთვის, ასევე სასწავლო დაწესებულებებისთვის და ტურიზმისთვის.

ვაქცინაცია არის ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ საკუთარი თავის ჯანმრთელობა, ჩვენი ოჯახების ჯანმრთელობა და ასევე, ქვეყანაში ნორმალური ცხოვრების რიტმის დაბრუნება. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, რომ აიცრას,“ – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ წლის ბოლომდე საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის სამოცი პროცენტი აცრილი იყო.

საპარლამენტო ოპოზიციის წევრის, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ადამიანმა გამოხატოს ნება და მზაობა იმისთვის, რომ დაცულობის ხარისხი, რის შესაძლებლობასაც ვაქცინაცია იძლევა, გამოყენებული იყოს.

დღეს, ვერთვებით ვაქცინაციის კამპანიაში. ვაქცინა არის ერთადერთი გამოსავალი იმისათვის, რომ დავიცვათ საკუთარი თავი, ჩვენი ახლობლები და მთლიანად ქვეყანა ამ მძიმე ვირუსისგან. ყველას მოვუწოდებ, რომ გაიკეთოს ვაქცინა, იყოს დაცული და მოუფრთხილდეს როგორც საკუთარ ოჯახს, ასევე ყველა იმ ადამიანს, ვისთანაც აქვს შეხება“, – აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.

„რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ ინფორმაცია თითოეულ მოქალაქემდე უნდა იქნას მიტანილი.

ყველა ჩვენგანმა, ვისაც კი შეგვიძლია, ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ იმაში, რომ დავარწმუნოთ მოსახლეობა, თუ რამდენად აუცილებელი და საჭიროა ვაქცინაცია და ვეცადოთ დავამსხვრიოთ ის მითები და ე.წ ფეიკ ნიუსები, რომელიც ვრცელდება ჩვენ საზოგადოებაში, მოსახლეობაში და შიშს თესავს“, – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.

“სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ვაქცინა არაა საშიში და მოსახლეობას მოუწოდებს ვაქცინის გაკეთებისკენ.

აუცილებელია კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება, რადგან კაცობრიობას ამაზე უკეთესი საშუალება ჯერ არ გამოუგონია ამ პრობლემის მოსაგვარებლად. 
არაფერი საშიში არ არის, მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს გავიკეთოთ ვაქცინა, რომ მალე დავამარცხოთ კოვიდი”, – მიაჩნია პაატა მანჯგალაძეს.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი, ასევე “სტრატეგია აღმაშენებლის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მიზანმიმართულად ცირკს აწყობენ სასამართლო დარბაზებში, შესაბამისად, გვინდა, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც ევროპასა და აშშ-შია”...

თბილისის მერის განცხადებით, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მედიისთვის დაუშვებელს...

“ბიზნესი, ვინც ჩუმადაა და ფიქრობს, რომ გადარჩება – მაინც ვერ გადარჩება ამ საშინელი სიჩუმით”...

მმართველი გუნდის მიერ დაგეგმილ საკანონმდებლო ნორმების შემოღებასთან დაკავშირებით კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

პაატა მანჯგალაძე: “ჩვენი ამოცანაა ერთობა, წინააღმდეგობა და ბრძოლა”

და კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს ხელისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს, საზოგადოებას...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ამერიკა ძლიერია როგორც არასდროს და არავის არ შერჩება მისი დაიგნორება” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოზიტიური ემოციური პოზიცია აშშ-სთან...