პარასკევი, აპრილი 26, 2024

“ნაციონალურ მოძრაობასთან” რაღა უნდა ვილაპარაკოთ – არის გაბანძებული პარტია – ალეკო ელისაშვილი

პარლამენტის წევრი, პარტია ,,მოქალაქეების” თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი ეხმიანები ,,ნაციონალური მოძრაობის” მსჯელობას პარლამენტში შესვლა/არ შესვლის საკითხთან დაკავშირებით, აცხადებს, რომ ისინი არიან სამარცხვინოები, მავნებლებს უწოდებს და მათთან კონსულტაციების გავლას არ აპირებს:

,,ნაციონალურ მოძრაობასთან” რაღა უნდა ვილაპარაკოთ – არის გაბანძებული პარტია.

მთელი ნახევარი წელი გულში მჯიღს იცემდნენ, ჩვენ გვლანძღავდნენ და ჯვარს გვაცმევდნენ, რომ არიქა როგორ შედიან, ,,უპრავებენ” პარლამენტს იმასო.

ახლა თვითონ იძახიან პარლამენტში უნდა შევიდეთო.

სამარცხვინოები! სამარცხვინოა მათი პოზიცია?!

შესაბამისად, დარჩნენ ქუჩაში, აი დარდი რა. გინდა შემოსულან, გინდა დარჩენილან. საერთოდ არ მადარდებს ,,ნაციონალური მოძრაობა”. არანაირ კონსულტაციას მაგ მავნებლებთან არ ვაპირებ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული