ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
29.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოა"მადლობა საქართველო, რომ ჩვენთან ერთად აღნიშნავთ ევროპის დღეს!"...

“მადლობა საქართველო, რომ ჩვენთან ერთად აღნიშნავთ ევროპის დღეს!” – საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა

დღეს, 9 მაისს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს ზეიმობენ, რომელიც ევროპაში მშვიდობასა და ერთობას აღნიშნავს. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა მადლობას უხდის საქართველოს ევროპის დღის აღნიშნისთვის:

ყოველთვის ვცდილობთ ევროპის დღე მთელი საქართველოს მასშტაბით აღვნიშნოთ – ამიტომ, გვიხარია საქართველოს გარშემო ევროკავშირის დროშის ფერებში განათებული 12 ღირსშესანიშნაობის ნახვა, მათ შორის ახალციხეში, ბათუმში, გორში, ქუთაისში, მესტიაში, მცხეთაში, ონში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, თბილისსა და ზუგდიდში.
მადლობა საქართველო, რომ ჩვენთან ერთად აღნიშნავთ ევროპის დღეს!” – საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა.

ინფორმაციისთვის: 1950 წელს საფრანგეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა ჩამოაყალიბა იდეა ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ, რომელიც ევროპის ერებს შორის ომს წარმოუდგენელს გახდიდა. ამ იდეამ საფუძველი ჩაუყარა ევროპულ თანამეგობრობას, რაც შემდგომში დღეს არსებული ევროკავშირის სახით ჩამოყალიბდა, რომელიც 27 წევრ სახელმწიფოს და 450 მილიონამდე ადამიანს აერთიანებს. წელს, ევროკავშირი ამ დეკლარაციის მიღებიდან 71-ე წელს აღნიშნავს.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ გეოპოლიტიკის იმედზე… შეტევა და მხოლოდ შეტევა!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა...