ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

“უკეთესი იქნება, თუ მოხდება შემოტანილი ვაქცინების სახეობების დივერსიფიცირება და მხოლოდ სინოფარმი არ იქნება” – სერგო ჩიხლაძე

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან ვაქცინა “სინოფარმისთვის” ავტორიზაციის მინიჭებას ეხმიანება ,,სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ უნდა გააქტიურის საქმიანობა ვაქცინაციის მხრივ, ქვეყანაში შემოსატანია 4 მლნ-მდე ვაქცინის დოზა. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, უკეთესი იქნება თუ შემოიტანენ არამარტო ჩინურ ვაქცინას, არამედ ფაიზერს, ასტრაზენეკას და სხვას:

,,სინოფარმთან დაკავშირებით ჯერ კიდევ წინა კვირაში გვქონდა ჩვენი კოლეგებისაგან ინფორმაციები – დიდი ალბათობით გაივლიდა ავტორიზაციას, რაც ძალიან კარგია.

შესაბამისად ახლა ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს, რომ ჩინური და არა მარტო ჩინური ვაქცინები შემოვიდეს საქართველოში.

წლის ბოლომდე შემოსატანია 4 მლნ-მდე დოზა და რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება, თუ მოხდება შემოტანილი ვაქცინების სახეობების დივერსიფიცირება და მხოლოდ “სინოფარმი” არ იქნება, ასევე, იქნება იგივე “ფაიზერი”, “ასტრაზენეკა” და სხვა“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული