ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ცვლილებები აბსოლუტურ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და საქართველოს კონსტიტუციასთან"...

“ცვლილებები აბსოლუტურ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და საქართველოს კონსტიტუციასთან” – მამუკა მდინარაძე

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ,,ქართული ოცნების” დეპუტატები ცალკეულ საკითხებთან მიმართებაში კონსულტაციებს გადიოდნენ საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან. შეხვედრის დასრულების შემდეგ მამუკა მდინარაძე კომენტარს აკეთებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში პარლამენტის მიერ შეტანილ ცვლილებებთან მიმართებაში და აღნიშნავს, რომ იგი აბსოლუტურად შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და საქართველოს კონსტიტუაციასთან:

,,თუ კითხვაზე პასუხი, რომ მეორე, მეოთხე, მეხუთე, მეშვიდე, მეთორმეტე შემთხვევებში იგივე არ უნდა იყოს სანქცია, რაც პირველ შემთხვევაში და ოდნავ მაინც უნდა იყოს გამკაცრებული – ამაზე პასუხი სწორია და ეს მიდგომა სწორია!

მაშინ ყველაფერი დანარჩენი არის კონკრეტული ოპოზიციური ძალების მიერ ყურადღების გადატანის მცდელობა.

ეს გამოიწვია იმან, რომ ადამიანები, რომლებიც ხელმომწერები იყვნენ შარლ მიშელის დოკუმენტზე და ფიზიკურად შემოვიდნენ, სიმბოლურად, პრაქტიკულად პარლამენტში. მონაწილეობა არ მიიღეს, მათ შორის, ამ კანონპროექტის განხილვაში.

ეს ყველაფერი ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუყევით პრეზიდენტს, თავისი სამართლებრივი არგუმენტებით და იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი გაიზიარებს ჩვენს მოსაზრებებს, რადგანაც სამართლებრივად არც ერთი ნიუანსი არ არსებობს, სადაც არის პრობლემა. ცვლილებები აბსოლუტურ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და საქართველოს კონსტიტუციასთან. გაცილებით მკაცრია ქმედებებისათვის ადმინისტრაციული სანქცია ევროპის ჩვენ მოკავშირე პარტნიორ ქვეყნებში.

მოდით განწყობებზე ნუ ვილაპარაკებთ. მას არ შეუმჩნევია ჩვენთან და მითუმეტეს არ მოუხდენია დეკლარირება თავისი განწყობის. მან ყურადღებით მოგვისმინა, თავისი კითხვები დასვა, ამასთან დაკავშირებით, რასაც აკეთებს ყველა სხვა შეხვედრაზე, როგორც მე მივხვდი და მის დასკვნებზე, ბუნებრივია, მე პირადად ვერაფერს ვილაპარაკებ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სამწუხაროდ ლელომ კოლეგებთან სასაუბროდ შავზე – თეთრის ლაპარაკის სტრატეგია აირჩია” – თენგო თევზაძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, თენგო თევზაძე კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს იმასთან...

“მკაფიო ზღვარი გავავლოთ – რა არის არჩევნები და რა არის სპეცოპერაცია” – გია ბარამიძე

“ნაციონალურმა მოძრაობამ” და საქართველოში მოქმედმა პროდასავლურმა პარტიებმა ერთობლივად განაცხადეს,...

“თუ ყაველაშვილის მხრიდან ამ განცხადებას არ ღებულობენ იმიტომ, რომ არალეგიტიმურს ეძახიან, ბოდიში და იმ...

პარლამენტის დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ირონიული შეფასება-განმარტებებს აკეთებს ოპოზიციის მიერ...

“ეუთოს რეზოლუციაზე “ქართული ოცნების” დამოკიდებულება აჩვენებს როგორი პატრიოტები არიან და როგორ ესმით სინამდვილეში პატრიოტიზმი”...

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში “ქართული ოცნების” დელეგაციის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...