პარასკევი, ივნისი 27, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიCOVID 19საპარლამენტო უმრავლესობის წევრები "სინოფარმის" კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები “სინოფარმის” კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ

საპარლამენტო უმრავლესობის თხუთმეტამდე წევრი, შპს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკაში – „რესპუბლიკური საავადმყოფო“, „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

ვაქცინაციის პროცესს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დაესწრო.

ეკატერინე ტიკარაძემ მადლობა გადაუხადა პარლამენტის წევრებს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისთვის.

ყველამ ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის და მათ შორის, საქართველოსთვის ვაქცინაციის პროცესის წარმატებულად ჩატარება. რა თქმა უნდა, ეს პროცესი წარმოუდგენელია საზოგადოების თითოეული წევრის აქტიური ჩართულობის გარეშე. აქედან გამომდინარე, წინა კვირა და ეს კვირა ჩვენ გამოვაცხადეთ მასობრივი ვაქცინაციის კვირეულად, რაც ითვალისწინებს საზოგადოების აქტიური წევრების, მათ შორის, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების ინტენსიურ ჩართულობას.

დარწმუნებული ვარ, რომ დღეს წარმოდგენილ პარლამენტის წევრებს ხვალ და ზეგ კიდევ დაემატებიან პარლამენტის სხვა წევრებიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ შეუფერხებლად განხორციელდეს ყველა ის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ქვეყნის მომავალზეა ორიენტირებული.

ვაქცინაცია ამ პროცესში ნამდვილად იქნება უსაფრთხო სამუშაო გარემოს შემქმნელი მნიშვნელოვანი კომპონენტი“, – აღნიშნა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, ვაქცინაციის პროცესში ინტენსიურად არიან ჩართული სხვადასხვა საჯარო სამსახურის წარმომადგენლები.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ გავზარდოთ საზოგადოების აქტივობა და საზოგადოების ნდობა ვაქცინაციის პროცესთან მიმართებაში. მადლობას მოგახსენებთ იმისათვის, რომ ასე აქტიურად ხართ ჩართული ამ პროცესში და ეხმარებით ჯანდაცვის სამინისტროს და ქვეყანას ეპიდემიის დამარცხებაში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა მადლობა გადაუხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს მთავრობას იმისთვის, რომ ვაქცინაცია საქართველოში შეუქცევადი პროცესი გახდა.

ვაქცინაცია დღეს არის ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ვალდებულება ქვეყნის, მოქალაქეების და ერთმანეთის წინაშე, რადგან თითოეულმა ჩვენთაგანმა მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შევიტანოთ პანდემიის დამარცხების პროცესში.

მინდა მადლობა ვუთხრა ჯანდაცვის სამინისტროს, საქართველოს მთავრობას იმისთვის, რომ დღეს ვაქცინაცია ჩვენს ქვეყნაში არის შეუქცევადი პროცესი. განსაკუთრებით მახარებს, რომ ჩვენს საზოგადოებაში უკვე საკმაოდ მაღალი მოტივაციაა იმისთვის, რომ ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ ვაქცინაციის პროცესში და ამით ერთობლივად დავამარცხოთ პანდემია.

აქვე, მინდა მოუწოდა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს და ასევე, ყოფილ დეპუტატებს ჩაერთონ ვაქცინაციაში, ვინაიდან ერთობა ამ პროცესში განსაკუთრებულად და კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოცნების” ლოგიკით გამოდის, რომ არც სააკაშვილმა იცოდა, რასაც განზრახ უკეთებდა გარეული თუ შინაური მტერი”...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, საგამოძიებო კომისიაზე...

“მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე, ნარკოტიკულ და ფსიქოტროპიულ საშუალებებთან დაკავშირებით,...

“მაშინ როცა ლუკაშენკო უშვებს პოლიტპატიმრებს, ესენი სულ უფრო მეტ პოლიტიკოსს და უბრალოდ აქტიურ ადამიანს...

პოლიტიკოსი ლიდერების დაპატიმრების ფაქტებს ეხმაურება საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

“სოლიდარობა გიორგი ვაშაძეს, თავისუფლება ყველა პოლიტიკურ და სინდისის პატიმარს!” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

პაატა მანჯგალაძე: “ჩვენი ამოცანაა ერთობა, წინააღმდეგობა და ბრძოლა”

და კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს ხელისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს, საზოგადოებას...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...