ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"თუ ბატონ ნიკა მელიას უნდა შეეხოს ეს ამნისტია,...

“თუ ბატონ ნიკა მელიას უნდა შეეხოს ეს ამნისტია, უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არ უნდა შეეხოს?!” – ვახტანგ გომელაური

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ვახტანგ გომელაური ამნისტიის კანონოროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ამნისტიის კანონი სამართლიანად უნდა შეეხოს ყველას – თუ ეხება მძიმე მუხლებს, მსუბუქებსაც უნდა შეეხოს:

,,მე როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ამნისტიებს უნდა ვეწინააღმდეგებოდე, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული მთელი ევროპის, ასე ვთქვათ, პოლიტიკოსები იყვნენ ჩართულნი. მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა და გადაწყდა, რომ უნდა მივიღოთ ეს ამნისტია.

მე არ ვთვლი, უსამართლოა რომ პოლიციელებსაც ეხებათ, არა იმიტომ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვარ და აქედან გამომდინარე პოლიციელებს ვიცავ, არამედ ვთქვათ მაშინ ასე შევხედოთ – ყველაზე მძიმე მუხლი ბატონ ნიკა მელიას აქვს მიყენებული.

თუ ბატონ ნიკა მელიას უნდა შეეხოს ეს ამნისტია, უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არ უნდა შეეხოს?! ეს ხომ უსამართლობა იქნებოდა? მძიმე მუხლებს ისედაც არ ეხება. მაგალითად, 117-ე მუხლს არ შეეხება, როგორც ჩაწერილია. აქედან გამომდინარე მე ვთვლი, რომ სამართლიანია, თუ მე უფრო მძიმე მუხლი მაქვს მიყენებული და მე მეხება, რა თქმა უნდა, ჩემზე მსუბუქი დანაშაული ვინც ჩაიდინა, მასაც უნდა შეეხოს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ ისევ ვდგავართ საფრთხეების წინაშე, მაგრამ მაინც ვირჩევთ სტაბილურობას და არა ქაოსს” – მაია...

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს...

“მკაფიო ზღვარი გავავლოთ – რა არის არჩევნები და რა არის სპეცოპერაცია” – გია ბარამიძე

“ნაციონალურმა მოძრაობამ” და საქართველოში მოქმედმა პროდასავლურმა პარტიებმა ერთობლივად განაცხადეს,...

“გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 1967 წელს დაბადებული გ.რ.-ს დაკავების შესახებ” – შსს

თბილისის აეროპორტში დააკავეს ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი. აღნიშნულთან დაკავშირებით, მაღალი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...