spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ხელისუფლების ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება...

“რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ხელისუფლების ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ქვეყანასთან მიმართებაში?!” – გიორგი ვაშაძე

ხელისუფლებამ, 3 მაისიდან 12 მაისის ჩათვლით, ქვეყანაში უქმე დღეები გამოაცხადა. ,,სტრატეგია აღმაშნებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ამ ფაქტთან მიმართებაში ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ქვეყანაში არსებული უმძიმესი გაჭირვების დროს არ შეიძლება მთელი პარლამენტი შვებულებაში იყოს:

,,ქვეყანაში არის უმძიმესი გაჭირვება – შიმშილი, ფასები იზრდება, შემოსავლები იკლებს, ლარის კურსი გარბის, ინვესტიციები არ შემოდის, კორონავირუსით დღითიდღე უფრო მეტი ადამიანი, სამწუხაროდ, გვტოვებს.

ამ პირობებში ,,ქართულმა ოცნებამ”, ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ შვებულებაში არის აბსოლუტურად ყველა. ანუ, შემდეგი ათი დღის მანძილზე, ამ ხალხს რომც გინდოდეთ, ვერ იპოვით. Ზოგი საზღვარგარეთ არის, ზოგი სოლარიუმში, ზოგი ისვენებს, ზოგი განცხრომაშია მოპარული ფულით. ხალხი და სახელმწიფო კი ყოველგვარი ყურადღების გარეშეა მიტოვებული.

მე მარტივ კითხვას ვსვამ: რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ამ ხალხის ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ქვეყანასთან მიმართებაში?

ეკონომიკურად დათვლილია, რომ ყოველი დღე არასამუშაოდ გამოცხადებული, ეს არის მინუს 100 მილიონი ლარი ჩვენს ეკონომიკაში. აქ მარტო ეკონომიკა კი არ გააჩერეს, პარლამენტი გაჩერებულია, სამინისტროები, ყველა უწყება გაჩერებულია. არაფერი არ მუშაობს.

საბჭოთა ტერმინი რომ იყო “Майские праздники” (მაისის დღესასწაულები) მოიწყვეს თავიდან ბოლომდე, მართლა ეს არის.

ნუთუ ამ უბედურ გაჭირვებაში ხელისუფლებას ახლა უნდა ეცალოს, რომ ორი კვირა გამოაცხადოს ქვეყნისთვის და თავის თავისთვისაც შვებულებად?!

თითქმის ყველა არის საზღვარგარეთ წასული დასასვენებლად, ამაზე უნდა ვაგებინოთ ჩვენ პასუხი. ამის გამოა, რომ ასეთი შიმშილი და გაჭირვებაა დღეს ქვეყანაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გამოცხადებულ ანექსიის ქრონიკას შიდა ქართლში, შემთხვევით ქალბატონ წულუკიანის კომისიის დასკვნა ხომ არ აქვს ჩაფენილი...

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონთან დაკავშირებით კრემლში გამართულ შეხვედრებს მძიმე შეფასებებით...

“ვისაც უფრო მეტი სიზუსტე გაინტერესებთ, თუ რა ხდება ყირიმის ხიდებთან დაკავშირები, ამ რუკას შეგიძლიათ...

ყირიმის ნახვარკუნძულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ვიზუალური გამოსახულების თანხლებით, განმარტებებს...

“დამყარდა კარგა ხანია საქართველოში რუსულ-ბელარუსული დიქტატურა, თუმცა მოსახლეობაში ამის მკაფიო, სრულად მომცველი აღქმა არ...

საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებს ეხმაურება ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას”...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...

“ირაკლი კობახიძეს თუ დავუჯერებთ, საქართველო გინესის რეკორდების წიგნშია შესატანი” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, საქართველოში რევოლუციების მცდელობებთან დაკავშირებით,...

ვახო სანაია: “ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ და დავლეწავთ ამ ბოროტებას❤️”

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოზიცია-მოწოდებას აქვეყნებს და...

“ასეთი მხარდაჭერა მე მმატებს ენერგიას, გამძლეობას და მხნეობას” – გიორგი ჩახუნაშვილი

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილის პირველი წერილი საპატიმროდან, ემოციური...

“ჩხუბი ქუჩაში მოსულა და თუ თავი გვაქვს, იქ ვიჩხუბოთ😊” – ლელა ჯეჯელავა

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას, პირდაპირი მინიშნებებით და კონკრეტული შეთავაზებით,...