შაბათი, აპრილი 27, 2024

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერებმა გახელაძეების ოჯახი მოინახულეს

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერები დღეს ზაზა გახელაძის ოჯახს შეხვდნენ. როგორც პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების გასათავისუფლებლად არასაკმარისად მუშაობს:

ქვეყანაში არ არსებობს ანტისაოკუპაციო სტრატეგია, ასევე არ არის გაწერილი შესაბამისი გეგმა თუ რა შეიძლება გააკეთოს ქვეყანამ, როდესაც ჩვენი მოქალაქეების გატაცება და უკანონო სასჯელის მისჯა ხდება. ქვეყანას სამწუხაროდ არ გააჩნია განახლებული დეოკუპაციის გეგმა. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავარ პრობლემად კვლავ ამ მიმართულებით შესაბამისი პოლიტიკური დონის დოკუმენტი არ არსებობს და რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა რაც დღეს საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია არასწორია”, – აცხადებს თეონა აქუბარდია.

გახელაძეების ოჯახში სტუმრობისას პარტიის ლიდერებმა ასევე აღნიშნეს, რომ ეს არ არის ერთჯერადი ხასიათის შეხვედრა და ისინი კიდევ შეხვდებიან უფრო მეტი დეტალის გასარკვევად

გვაქვს ინიციატივა, რომ შევხვდეთ ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს უახლოეს მომავალში კიდევ ერთხელ, რათა მოხდეს სამომავლო გეგმებისა და ქმედითი ნაბიჯების დასახვა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ასევე ჩვენი ინიციატივაა, რომ უკვე პარლამენტში დავიბაროთ “სუსის”, შსს”-ს და საგარეო სამინისტროს ხელმძღვანელი პირები და უშუალოდ მათგან მივიღოთ ამომწურავი ინფორმაცია თუ რა კეთდებოდა ამ 10 თვის განმავლობაში და რა სტრატეგია აქვს შესაბამის უწყებებს. ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები მაქსიმალურად გავაქტიურდებით და კიდევ უფრო ატუალობას შევძენთ ზაზა გახელაძეების საქმეს საერთაშორისო დიპლომატიურ ველზე”, – აღნიშნავს სერგო ჩიხლაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული