დღეს სასამართლოში ნიკა მელიას სხდომა უნდა გამართულიყო. როგორც ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილიმა ტელეკომპანია “მთავარ არხთან” განაცხადა, სასამართლო პროცესი მათივე თხოვნით გადაიდო:
„ჩვენ მოვითხოვეთ სასამართლო სხდომის გადადება მთელი იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც შექმნილია ამ საქმესთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობ პოლიტიკურ კონიუქტურას ქვეყანაში.
მიგვაჩნია, რომ ახლა სასამართლო სხდომებში მონაწილეობის მიღება და შესავალი სიტყვის თქმა, რაც დღევანდელ სხდომაზე უნდა მომხდარიყო, არის უბრალოდ მართლმსაჯულების იმიტაციაში მონაწილეობის მიღება.
ეს საქმე არ იხილება სასამართლოში, ამ საქმეზე გადაწყვეტილებას არ იღებს სასამართლო და სწორედ ამიტომ, ვითხოვეთ დღევანდელი სასამართლო პროცესის გადადება, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
ავტორი
ნატალი ბაკურაძე