პარასკევი, ივნისი 27, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიCOVID 19ისეთი ადამიანებიც კი არიან საქართველოში, ვისაც ურჩევნიათ ვაქცინები...

ისეთი ადამიანებიც კი არიან საქართველოში, ვისაც ურჩევნიათ ვაქცინები თუ არ გაკეთდება, პირბადეების ტარება არ იქნება, შემთხვევენის რაოდენობა მოიმატებს და მერე ეს დაბრალდება ხელისუფლებას – თენგიზ ცერცვაძე

კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევებთან დაკავშირებით და კლინიკებისათვის დაგვიანებული მიმართვიანობის თაობაზე ისაუბრა ბრიფინგზე ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ:

ინფიცირების რაოდენობა იზრდება საქართველოში, შედარებით ნაკლებად, ვიდრე სხვა ქვეყნებში, მაგრამ მაინც იზრდება. ვიმსჯელეთ ამ საკითხზე, მოახლოებული აღდგომის დღესასწაულების გათვალისწინებით რა გაკეთდეს, რომ ჯერ შევინარჩუნოთ ინფიცირების და გარდაცვალების არსებული დინამიკა, ხოლო შემდეგში, ერთი-ორი კვირის შემდეგ, მივაღწიოთ ამ ციფრების შემცირებასაც.

ჩატარებული კვლევების შემდეგ ვნახეთ, რომ გარდაცვალების ყველაზე ხშირი მიზეზია კლინიკებისთვის დაგვიანებული მიმართვა. საავადმყოფოებში მიდიან მხოლოდ მაშინ, როცა უკვე სარეანიმაციოა, პრაქტიკულად ისეთ მდგომარეობაში, როდესაც მათი გადარჩენა უკვე ძნელია. რატომ ხდება დაგვიანებით მიმართვა? გავაანალიზეთ ეს მიზეზებიც:

  1. იმიტომ, რომ ავადმყოფები გვიან იკეთებენ ტესტს. თავიდან, როცა ახველებთ, სიცხე აუწევთ ან სუნთქვა უჭირთ, ფიქრობენ, რომ მალე გაუვლით და ტესტს არ იკეთებენ. ეს არის დანაშაული საკუთარი თავის მიმართ, იმიტომ, რომ საქართველოში ტესტირება მოწყობილია უმაღლეს დონეზე, დღეში 34000 ტესტის საშუალებაა და ყველას შეუძლია რიგის გარეშე, დაუბრკოლებლად, უფასოდ გაიკეთოს ტესტი – როგორც სწტაფი ტესტი ისე PCR;
  2. იციან, ტესტის შედეგი რომ არის დადებითი, მაგრამ ფიქრობენ, იქნებ ჩემით მოვრჩე და არ მიდიან საავადმყოფოში, არ ეძახიან ოჯახის ექიმს ან სასწრაფოს და უკვე როცა ძალიან დამძიმდებიან მერე ეძახიან;
  3. ოჯახის ექიმს და სასწრაფოს ნანახი ჰყავთ, შეთავაზებული აქვთ, რომ წამოდით კლინიკაში, მაგრამ არ მიდიან კლინიკაში, ვიღაც მეზობელი ან ნათესავი ურჩევთ თვითმკურნალობას და იმას ამჯობინებენ – ეს კიდევ ერთი დანაშაული.

ეს ხალხი, რომ დროზე წასულიყო კლინიკაში, როგორც კი ამას ოჯახის და სასწრაფოს ექიმები ეტყოდნენ, მათი უმრავლესობა გადარჩებოდა.

სამწუხაროდ, ისეთი ადამიანებიც კი არიან საქართველოში, ვისაც ურჩევნიათ ვაქცინები თუ არ გაკეთდება, პირბადეების ტარება არ იქნება, შემთხვევენის რაოდენობა მოიმატებს და მერე ეს დაბრალდება ხელისუფლებას“, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თავისუფლება არ იკარგება ხელბორკილით, ის ქრება დუმილითა და დანებებით” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე საზოგადოებას  ერთგვარი "ხმამაღალი...

“სამი წევრის ფორმატში გავაგრძელებთ მუშაობასო, ანუ – ტროიკების” – ლაშა ბუღაძე თეა წულუკიანზე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

“ეს ჩანს აქედან/ჩემგან” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შეფასებები საპატიმროდან

საპატიმროდან მორიგ წერილს აგზავნის "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, ზურაბ გირჩი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

პაატა მანჯგალაძე: “ჩვენი ამოცანაა ერთობა, წინააღმდეგობა და ბრძოლა”

და კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს ხელისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს, საზოგადოებას...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...