ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ნიკა მელია ამ ბრძოლიდან გამოვა ღირსეულად, გამარჯვებული!" -...

“ნიკა მელია ამ ბრძოლიდან გამოვა ღირსეულად, გამარჯვებული!” – გიორგი კონდახიშვილი

ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე აღნიშნა, რომ არავითარი მოლოდინი არ გააჩნიათ და ექნებათ შუამდგომლობა, რომ გადაიდოს პროცესი სანამ სასამართლო და პროკურატურა ხელისუფლებისგან არ მიიღებს დირექტივებს:

,,ეს არის მორიგი პროცესი, რომლისგანაც არავითარი მოლოდინი არ გაგვაჩნია. არ ვაპირებთ თავის მოტყუებას და სერიოზულ მტკიცებულებებზე, სამართლებრივ არგუმენტებზე საუბარს, ვინაიდან თავიდან ბოლომდე არის პოლიტიკური პროცესი. ამას უკვე ხელისუფლებაც აღიარებს და პირდაპირი მნიშვნელობით აქვთ ინიცირებული კანონპროექტი, რომლითაც ადრე თუ გვიან ეს საქმე უნდა შეწყდეს.

რაც შეეხება აღკვეთის საკითხს, თავიდან ბოლომდე სამართლებრივი ინსტრუმენტი არის ხელისუფლების ხელში. მათ ნებისიერ დროს შეუძლიათ, თუნდაც ამ სასამართლო პროცესზე, იშუამდგომლონ და დაასრულონ ნიკა მელიას უკანონო პოლიტიკური პატიმრობა.

როგორც არ უნდა დასრულდეს ეს ან მომავალი პროცესები, ფაქტი არის ერთი: ნიკა მელია ამ ბრძოლიდან გამოვა ღირსეულად, გამარჯვებული. ნიკა მელია არის პრინციპული პოლიტიკოსი.

ჩვენ გვექნება შუამდგომლობა, რომ გადაიდოს სასამართლო პროცესი, სანამ სასამართლო და პროკურატურა არ მიიღებს მომავალში დირექტივას ხელისუფლებიდან, რა უნდა გააკეთონ“, – განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“შემდეგი ალბათ იქნება შეირაღებული ძალების მთლიანად გაქრობა და ქვეყნის გადაცემა რუსეთისთვის” – მიხეილ სააკაშვილი

მმართველი გუნდის კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, მძიმე მოლოდინებით, ეხმაურება საქართველოს მე-3...

“ბოიკოტი არჩევნების კამპანიაზე აქტიური უნდა იყოს და ქმედითი” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში პოზიციას აფიქსირებს...

“რა ვიცი კაცო, ყველას ესენი როგორ ებრიქებიან…” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, გერმანიის ელჩის მიმართ, პარლამენტის დეპუტატ ირაკლი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...