კვირა, მაისი 25, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"166-ე და 173-ე მუხლები გამოყენებულია შეკრება-მანიფესტაციის არაერთი შემთხვევის...

“166-ე და 173-ე მუხლები გამოყენებულია შეკრება-მანიფესტაციის არაერთი შემთხვევის უკანონო შეზღუდვისთვის” – გიორგი ბურჯანაძე

წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობაზე ჯარიმები იზრდება. კანონპროექტი დღეს, პლენარულ სხდომაზე, მეორე მოსმენით უნდა მიიღონ. სამოქალაქო აქტივისტები ხელისუფლების ამ ნაბიჯში მოქალაქეებისათვის მშვიდობიანი შეკრებებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობას ხედავენ. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე აკეთებს:

ეს ორი მუხლი – 166-ე და 173-ე გამოყენებული არის შეკრება-მანიფესტაციის არაერთი შემთხვევის უკანონო შეზღუდვისთვის. მოსამართლეების მხრიდან არ ხდება ჯეროვნად იმის დასაბუთება, თუ რამდენად ჰქონდა ადგილი შეკრება-მანიფესტაციების დროს გარკვეულ წვრილმან ხულიგნობას ან პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას, და ეს ბუნდოვანება, ბუნებრივია, განაპირობებს იმას, რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, შეკრება-მანიფესტაციის შეზღუდვა მოხდა კანონისა და კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ.

ამ პირობებში, ბუნებრივია, რისკები ძალიან მაღალია, ხოლო სანქციის გამკაცრება, იმ დროს, როდესაც ბუნდოვანება და განუჭვრეტელობა ისევ ისეთი რჩება, ბუნებრივია, უფრო მეტი საფრთხის წინაშე აყენებს ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ მოქალაქეს.

ცუდი არის ის, რომ ამ გაზრდილი ადმინისტრაციული დაკავების ვადის კანონიერების შემოწმების ვალდებულება არ აქვთ იმ მოსამართლეებს, რომლებიც იხილავენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს“, – აცხადებს გიორგი ბურჯანაძე.

ავტორი
ნატალი ბაკურაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ზურა ჯაფარიძე დააკავეს‼️ კაცია – კაცად შევა ციხეში და კაცად გამოვა ‼️” – ელისო...

"ქრონიკა +"-ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ემოციური პოზიცია-შეფასებებით ეხმაურება "გირჩი...

“გავმოძრავდეთ ცოტა – იქნებ ჩვენც მოვეწონოთ წუნკალს და დაგვითბეს😊” – ნინო ჯანგირაშვილი თეა წულუკიანზე

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ლევან გაჩეჩილაძესთან საუბრისას თეა წულუკიანის განწყობას,...

“მთელი ხელისუფლება მანქურთებითაა დაკომპლექტებული” – ლევან ბერძენიშვილი

ქართველი ფილოლოგი, მთარგმნელი და პოლიტიკოსი, ლევან ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში...

“17 მაისს რომ 1989 წლის 9 აპრილთან ასოცირებულ “ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტების” უკრავენ, მაგაზე უფრო...

"ოჯახის სიწმინდის დღისადმი" გამართულ ღონისძიებაზე მუსიკალურ ფონად სიმღერის -...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“გავმოძრავდეთ ცოტა – იქნებ ჩვენც მოვეწონოთ წუნკალს და დაგვითბეს😊” – ნინო ჯანგირაშვილი თეა წულუკიანზე

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ლევან გაჩეჩილაძესთან საუბრისას თეა წულუკიანის განწყობას,...

“ჩერგო ვერ გაქაჩავს, ვერც სალომე – ნუ შეიქმნით ყალბ მოლოდინებს!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "წინააღმდეგობის პლატფორმის" მიერ...