ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
13.2 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართული ოცნება" ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისათვის, რომ ქვეყანა არ...

“ქართული ოცნება” ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისათვის, რომ ქვეყანა არ აცდეს განვითარების იმ გზას, რაც საბოლოო ჯამში ჩვენს დამოუკიდებელ, დემოკრატიულ სახელმწიფოს მიიყვანს ცივილიზებულ ერთა ოჯახში – ირაკლი ქადაგიშვილი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, დღევანდელი პარლამენტი გაცილებით უფრო მრავალფეროვანი და სრულყოფილია და შესაბამისად ამ პარლამენტში იქნება მწვავე დებატები, როგორც ოპოზიციასა და უმრავლესობას შორი, ასევე სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს შორის. რაც არის პარლამენტის ბუნებრივი მდგომარეობა და პოლიტიკური ბრძოლის ლოგიკა:

„ქართული ოცნება“ ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისათვის, რომ ქვეყანა არ აცდეს განვითარების იმ გზას, რაც საბოლოო ჯამში ჩვენს დამოუკიდებელ, დემოკრატიულ სახელმწიფოს მიიყვანს ცივილიზებულ ერთა ოჯახში.

გამომდინარე აქედან, იმ დოკუმენტშიც, რომელიც ამ, მე ვიტყოდი, ხელოვნურად შექმნილი კრიზისიდან გამოსასვლელად დადო ევროკავშირმა და ჰქვია „საქართველოს უკეთესი მომავლის გზა“, სწორედ ამ უკეთეს მომავალზეა ლაპარაკი და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ახლა, რომ ამ დოკუმენტის შესრულებით და იმპლემენტაციით ვიყოთ ჩვენ მიერ გაკეთებული არჩევანის და ხელმოწერის ერთგულნი.

მე მესმის, რომ გარკვეული პარტია, გარკვეული პოლიტიკოსი თავისი შიდა დღის წესრიგიდან გამომდინარე ასახელებს პოლიტპატიმარს, არშემდგარ არჩევნებს, არარსებულ სასამართლო სისტემას, მაგრამ ეს დოკუმენტი ითვალისწინებს იმას, რომ საქართველოში პოლიტპატიმარი არ არის. გარკვეული ძალების მხრიდან არის ასოცირება ვიღაცის პოლიტიკური საქმიანობის გამო თითქოს სამართლებრივი დევნა აქვს; არის ასოცირება იმისა, რომ სამართალი არ არის ყოველთვის ობიექტური და ა.შ. ამიტომ, ეს არის დოკუმენტი, რომლის სულისკვეთებაცაა თუ როგორ შეგვიძლია დღევანდელი მდგომარეობის გაუმჯობესება.

და ის, რომ, ოპოზიციას ძალიან ბევრი რამე აქვს გასაკეთებელი, რომ პოლიტიკურად მან ამომრჩეველის ნდობა ისევ მოიპოვოს, ეს გამოჩნდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს. „ქართულ ოცნებას“, რა თქმა უნდა, თავისი ამოცანა აქვს, თავისი გარკვეული საარჩვენო ზღვარი აქვს გადასალახავი, მაგრამ მეორე მხრიდანაც შევხედოთ, ოპოზიციასაც აქვს თავის 58% დადებითი ხმები არჩვენებში მისაღები. ამიტომ არჩევნებს და რეფერენდუმს ნუ ავურევთ ერთმანეთში და ვიყოთ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამ ევროპული შეთანხმების ერთგულნი.

რა თქმა უნდა, პოლიტიკური ოპონირება ჩვენ შორის ყოველთვის იქნება და იყოს ეს ოპონირება კონსტრუქციული, არა ფაქტების მანიპულირებაზე დამყარებული, არამედ დამყარებული რეალობაზე და უკეთესი მომავლის ხედვაზე“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, პუტინის ტყვე” – ბეჟან კავახია

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, ბეჟან ჯავახია სოციალურ ქსელში სტატუსს...

“მიშას ჯინაზე ქოცებო – დამწყებო პოლიტიკოსებო… პატიმარ კაცთან ბრძოლა ვინ გასწავლათ?” – ელისო კილაძე

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით კონკრეტულ პიროვნებებს, პირდაპირი მინიშნებით მიმართავს...

“ეს დღე დარჩება საქართველოს საბედისწერო ნათელ წერტილად, ხოლო მიხეილ სააკაშვილი ამ დიადი ამბის მთავარ...

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ვიდეოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...