შაბათი, აპრილი 20, 2024

“ჯანდაცვის სისტემა სათანადოდ არის მომზადებული კოვიდ19-ის ახალი ტალღის ეფექტურად მართვისთვის” – ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, 28 აპრილს პარლამენტში დეპუტატების წინაშე ანგარიშით წარდგა, რა დროსაც იგი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა – კოვიდპანდემია, ვაქცინაცია, პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, სამედიცინო მომსახურების ხარისხი, ერთიანი სატარიფო პოლიტიკა, ექიმთა შრომითი უფლებები და სხვა:

,,ინფიცირების შემთხვევების მატების შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო გადავიდა, როგორც ჰოსპიტალური, ისე პირველადი ჯანდაცვის სექტორების მობილიზაციაში. ამ ეტაპზე მობილიზებულია ხუთი ათას ხუთას საწოლზე მეტი, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ გეგმაზომიერად.

აქვე აღვნიშნავ, რომ პანდემიის დასაწყისში, როდესაც ჩვენ არ გვქონდა სათანადო გამოცდილება, ვახდენდით ყველა ინფიცირებული პაციენტის ჰოსპიტალიზაციას. მას შემდეგ, რაც დაგროვდა ბინაზე მკურნალობის წარმატებული გამოცდილება, ჰოსპიტალურ რესურსს მივმართავთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, რომლის მხარდაჭერაც საჭიროებს კლინიკურ გარემოს და ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებენ ექიმები, ამიტომ პაციენტების ჰოსპიტალიზაციაზე უარით სპეკულირება სრულიად უადგილოა.

ჩვენ ასევე მობილიზებული გვაქვს ჯადაცვის სამინისტროს ონლაინ კლინიკა, რომელიც გასულ წელს შევქმენით. მისი დახმარებით შევძელით ეფექტური პირველადი რეაგირების სისტემის ჩამოყალიბება. დამატებითი რესურსი გვაქვს მობილიზებული კლინიკური სასტუმროების სახით, რომელიც წარმოადგენს შუალედურ რგოლს, ბინასა და კლინიკაში მკურნალობას შორის.

კლინიკური სასტუმროების იდეა აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო დონეზე იქნა აღიარებული და ძალიან ბევრმა ქვეყანამ მოახდინა ჩვენი საუკეთესო პრაქტიკის თავიანთ ქვეყნებში დანერგვა. აღნიშნული მოცემულობიდან გამომდინარე, ვადასტურებთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, მისი საკადრო და ინფრასტრუქტურული რესურსით, სათანადოდ არის მომზადებული კოვიდ19-ის ახალი ტალღის ეფექტურად მართვისთვის,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ავტორი
ლიზა დვალი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული