კვირა, აპრილი 20, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიანალიტიკაავტოიმპორტის გამოწვევები პანდემიის პირობებში - სააგენტო "პარალელის" კვლევა

ავტოიმპორტის გამოწვევები პანდემიის პირობებში – სააგენტო “პარალელის” კვლევა

ავტომობილების  ექსპორტი საქართველოში ათ უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფშია. აღნიშნული სექტორის წლიური ბრუნვა 2019 წლის მონაცემებით 700 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 24 000 მეტ ადამიანს აჭარბებს. COVID-19-ის პანდემიის გამო ავტო იმპორტს სერიოზული ზიანი მიადგა. კერძოდ, 2020 წლის სტატისტიკური მონაცემებით იმპორტი 32%-ით, ხოლო ექსპორტი 45%-ით შემცირდა.

საინფორმაციო სააგენტო ,,პარალელი” დაინტერესდა ავტო იმპორტიორთა საქმიანობით, თუ რა ზეგავლენა მოახდინა პანდემიამ მათ ბიზნესზე? როგორ და რა პირობებში ახერხებენ ისინი ოპერირებას?

ჩვენი სამიზნე აუდიტორია შემთხვევითი არჩევის პრინციპით გამოვავლინეთ. ტელეფონით 1000 ინტერვიუერი გამოიკითხა. აქედან 23% აღმოჩნდა ჩვენი ფოკუს ჯგუფის წევრი ანუ ჩართულნი ავტო იმპორტის ბიზნესში. კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულ ავტო იმპორტიორთა 15 %-ს ავტომობილი შემოყვანილი ჰყავს 2020 წლის 1 მაისის შემდეგ. ამიტომ მათ განბაჟების ვალდებულების გადავადება არ შეხებიათ. 30%-ის განცხადებით, ბაზარზე არსებული გამოწვევებისა და პრობლემების გამო ეს საქმიანობა მათთვის არარენტაბელური გახდა. მას შემდეგ, რაც ავტომობილებს ,,ამოყიდიან“ სექტორიდან გასვლას აპირებენ.

გამოკითხულ ავტო იმპორტიორთა 5% პანდემიის პირობებში პრობლემები შეექმნათ მომსახურების სააგენტოს სერვისით სარგებლობისას. რაც ძირითადად დიდი რიგებისა და კოვიდ შეძღუდვებით გამოწვეული დისკომფორტით აიხსნება.

პანდემიის პირობებში ავტოიმპორტიორებს გარკვეული შეღავათები შეეხოთ:

  1. მეზობელი ქვეყნებიდან (აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, უკრაინა, რუსეთი) ავტო იმპორტიორებისთვის სახმელეთო საზღვარი ინდივიდუალურად გაიხსნა. ავტო დილერების ქვეყანაში ჩამოყვანა მოწვევით შეიძლება, როგორც ბიზნეს ვიზიტორი. საზღვარზე პისიარ ტესტის შემოწმების შემდეგ ვიზიტორი ვალდებულია პასუხს დაელოდოს კოვიდ სასტუმროში 24 საათის განმავლობაში. უაროფითი პასუხის შემთხვევაში მას უფლება ეძლევა შემოვიდეს ქვეყანაში;
  2. მორატორიუმი გამოცხადდა 1000 ლარიან ჯარიმებზე;
  3. 2019 წლის 27 აგვისტოს №254 ბრძანებაში, განხორციელდა ცვლილება, რომლის თანახმად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2020 წლის 1 მაისამდე, პერიოდში შემოყვანილი სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს, განბაჟების ვადა, 2021 წლის 1 მარტის ნაცვლად, 2021 წლის 31 მაისის ჩათვლით გაუხანგრძლივდათ;
  4. ავტო იმპორტიორების მხარდაჭერის მიზნით, დაგეგმილი საკანონმდებლო სიახლეები, რომლებიც ავტომობილების იმპორტის, ტრანზიტის და რეექსპორტის ხელშეწყობისა და კონტროლის პროცედურებს შეეხება. ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, იმპორტიორი უფლებამოსილი იქნება დადგენილი წესის შესაბამისად, დაიბრუნოს სატრანსპორტო საშუალებაზე გადახდილი იმპორტის გადასახადი და აქციზი 100 პროცენტის თუ აღნიშნული მსუბუქი ავტომობილი გაფორმდება ექსპორტის პროცედურაში და დატოვებს საქართველოს ტერიტორიას 180 კალენდარული დღის განმავლობაში (მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული 90 კალენდარული დღის ნაცვლად). ამასთან ცვლილების თანახმად, საბაჟო საწყობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების განსათავსებელ ადგილებზე შესაძლებელი იქნება, ერთ სივრცეში (შერეულად) განთავსდეს, როგორც გაფორმებული, ასევე გასაფორმებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებები.

ასევე დავინტერესდით აღნიშნული შეღავათების შესახებ რამდენად იყვნენ ინფორმირებული ავტო იმპორტიორები. გამოკითხული ავტო იმპორტიორების 75% სრულად ფლობს ინფორმაციას შეღავათების შესახებ, 12% ნაწილობრივ ინფორმირებულია, ხოლო 13%-ს უჭირს პასუხის გაცემა.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით საქართველოს ავტო იმპორტიორთა ასოციაციას და გავესაუბრეთ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელს ბატონ ლაშა დარბაისელს:

  • ბატონო ლაშა პირველ რიგში რომ გვითხრათ, რა მიზანს ემსახურება თქვენი ასოციაცია?

ჩვენი ასოციაციის მიზანია ავტო იმპორტიორთა ლეგიტიმური უფლებებისა და ინტერესების დაცვა/ლობირება, მათი სამართლებრივი გარანტიებისა და საქმიანობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა. ასევე, ავტო იმპორტიორთა პრობლემატურ საკითხებზე სწრაფი და ადეკვატური რეაგირება.

  • რა ნაბიჯები გადაიდგა ასოციაციის მხრიდან ავტო იმპორტიორების დასახმარებლად პანდემიის პირობებში?

პანდემიის დაწყების დღიდან ჩვენი ასოციაციას მუშა რეჟიმში აქტიური კომუნიკაცია გააჩნია საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატთან, ბისნესომბუდსმენთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა სამინისტროების, შემოსავლების სამსახურის, შსს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობასთან. ჩვენმა აქტიურობამ აღნიშნული უწყებების დახმარებით გარკვეული შედეგი გამოიღო და მთელ რიგ შეღავათებს მივაღწიეთ დარგისთვის. კერძოდ, ინდივიდუალურად სახმელეთო საზღვრების გახსნას, განბაჟების ვალდებულების გადაწევას, ჯარიმებზე მორატორიუმის გამოცხადებას, საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას.

  • რა რჩება მთავარ პრობლემა და გამოწვევად ავტო იმპორტის სფეროში?

მთელი რიგი შეღავათების მიუხედავად დარგი კვლავ დგას გამოწვევების წინაშე. პანდემიის გარდა გასულ წელს დავკარგეთ 235 მლნ. აშშ. დოლარის სომხეთის რეექსპორტის ბაზარი. მოგეხსენებათ, სომხეთს მას შემდეგ, რაც გაერთიანდა ევრაზიულ საბაჟო კავშირში ჩვენგან აღარ გაჰყავს ავტომობილები. ძირითად მოთამაშეებად კვლავ რჩებიან აზერბაიჯანი და უკრაინა. ჩვენი ამოცანაა ახალი ბაზრების მოძიება და რეგიონში მოწინავე პოზიციების შენარჩუნება. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველომ შეიძლება ჰაბის ფუნქცია დაკარგოს. გამოწვევად კვლავ რჩება ჩაკეტილი სახმელეთო საზღვრები. სამწუხაროდ, მეზობელი ქვეყნებიდან ავტოდილერების ინდივიდუალურად შემოყვანამ არ გაამართლა. პრაქტიკულად ეს სისტემა არ მუშაობს, რადგან ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება კომენდანტის საათი და სხვა კოვიდ შეზღუდვები, რომელიც ხელს უშლის სრულფასოვნად ქვეყნის ტერიტორიაზე ვიზიტორების გადაადგილებას.

აგრეთვე, დავინტერესდით როგორ შეფასებას აძლევდნენ  ჩვენი რესპონდენტები საქართველოს ავტო იმპორტიორთა ასოციაციის მუშაობას პანდემიის პერიოდში. გამოკითხულთა 91% დადებითად აფასებს აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციის მუშაობას, 1% – უარყოფითად, ხოლო  8%-ს უჭირს პასუხის გაცემა.

 

პუბლიკაციაში გამოყენებული წყაროები:

https://www.geostat.ge/

https://www.rs.ge/

ავტორები:
ნინი ხიჯაკაძე
ანა ბექაური

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენი ორგანიზაციის (ISSA) მიერ სულ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს ერთ საინტერესო შედეგს” – იაგო...

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი, ჩატარებულ კვლევაში, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით...

საქართველოს რკინიგზა 18 და 19 აპრილს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

📢აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა 18 და 19 აპრილს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...

ელისო კილაძე: “მიშას ბანერი გაწიეთ” – გოგო-ბიჭებს მინდა მხოლოდ ერთი რამ შევახსენო

31 მარტის აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ბანერთან დაკავშირებით გამოთქმულ უკმაყოფილებას...