spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებივიწყებთ ქვეყნის მასშტაბურ განახლებას - ირაკლი ღარიბაშვილი

ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბურ განახლებას – ირაკლი ღარიბაშვილი

დღეს, მთავრობის სხდომაზე პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 63 მუნიციპალიტეტში ურბანული განახლება დააანონსა. პრემიერის განცხადებით, პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 15 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, პროგრამის განხორციელებისათვის კი 500 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი.

პრემიერის განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

მე მინდა, დღეს, მთვრობის სხდომაზე წარმოგიდგინოთ ახალი ინიციატივა – ჩვენ ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბურ განახლებას. ეს პროგრამა გულისხმობს 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას, მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული ობიექტების რეაბილიტაციას, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაციას, რეკრეაციული სივრცეების მოწყობას, რეკრეაციულ პარკებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითრებას, ყველა მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების რეაბილიტაციასა და მშენებლობას, ყველა ქალაქის, მუნიციპალიტეტის, კურორტისა და დასახლებების ურბანულ განახლებას, ასევე პროგრამის ფარგლებში შეიქმნება ახალი დასასვენებელი ტურისტული და საზოგადოებრივი ზონები.

მე მინდა გითხრათ, რომ, საქართველოში, რა თქმა უნდა, მოგეხსნებათ ყველას, რომ უამრავი ადგილია, რომელიც უნდა გავხადოთ კიდევ უფრო მიმზიდველი, პირველ რიგში, ჩვენი მოსახლეობისათვის და ამავდროულად, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის სტუმრებისათვის, ჩვენი ტურისტებისთვის.

ქვეყნის რეგიონების თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე ჩვენი მოქალაქეებისთვის ადგილზე ცხოვრების, შრომისა და ზოგადად განვითარების პირობების გაუმჯობესება. ყველგან სახელმწიფოს მთავარი მიზანი უნდა გახდეს ქვეყნის რეგიონებში ადგილობრივი მოსახელეობისთვის ტურისტულად საინტერესო ახალი მიზიდულობის ცენტრების გაჩენა. სოციალური გარემოს გაუმჯობესება, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს თითოეული რეგიონის ეკონომიკური მდგომარების გაჯანსაღებას, განახლებას, განვითარებას და მოსახლეობისათვის ახალი შესაძლებლობების გაჩენას.

რეგიონების განახლების პროექტის პირველი ეტაპის ღირებულება შეადგენს 500 მილიონ ლარს. პროექტი, პირველ რიგში, ითვალისწინებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 15 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და დასაქმდება ჩვენი რეგიონების მოსახლეობა.

ასევე მინდა გითხრათ, რომ პროგრამით გათვალისწინებულ პროექტებზე ტენდერები აპრილში, ახლავე, ამ კვირაშივე გამოცხადდება და როგორც მოგახსენეთ, 63-მ მუნიციპალიტეტში, ვარაუდით, ივნისიდან დავიწყებთ მასშტაბურ სამუშაოებს.

პროგრამით გათვალისწინებულ ამ პროექტებს განახორციელებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ასევე მუნიციპალიტეტები. პროგრამის დაფინანსება, როგორც უკვე გითხარით, 500 მილიონი ლარის ფარგლებში მოხდება, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით.

რაც შეეხება ზოგადად ამ პროგრამას, მასში ჩაერთვება ყველა საუკეთესო არქიტექტორი, ყველა რეგიონისა და მუნიციპალიტეტის, იქ, ადგილზე არსებული ავთენტურობის შენარჩუნებით.
ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ძალიან ძლიერი დასაწყისი, რომ მოხდეს ჩვენი ქვეყნის მასშტაბური განახლება.

სამუშაოებს დავიწყებთ ძალიან მალე. ამ მიმართულებით ბატონი ირაკლი და მისი გუნდი ბოლო 2 წლის განმავლობაში ძალიან აქტიურად მუშაობდა, მე მინდა, მას მადლობა ვუთხრა, ახლა კი რელურად საქმეზე უნდა გადავიდეთ.

ჩვენ მაქსიმალურად ახალი სტანდარტი უნდა დავამკვიდროთ ყველგან, თანაბრად ყველა მუნიციპალიტეტში, ახალი ევროპული სტანდარტი, რომელიც, რა თქმა უნდა, შეცვლის მთლიანად ჩვენი ქვეყნის საერთო სურათს. ახლა გვჭირდება მაქმსიმალური მობილიზება, მეტი საქმე, მეტი შრომა და ჩვენი მოსახლეობის გვერდში დგომა და დახმარება“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“კახა, ნუ ნერვიულობ, ჩვენ ხალხთან მისვლა არ გვიჭირს, ეს შენთვის არის წარმოუდგენელი ქუჩაში დაცვის...

"ოპოზიციის ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი, "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...