შაბათი, ივლისი 5, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირელიგია და ტრადიცია"სიყვარული აღემატება ყოველგვარ ცოდვას და განსაცდელს, მაგრამ საჭიროა...

“სიყვარული აღემატება ყოველგვარ ცოდვას და განსაცდელს, მაგრამ საჭიროა სინანული” – ილია მეორე

ბზობის დღესასწაულზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება მოისმინა მრევლმა. ქადაგებაში აღნიშნულია, რომ სიხარული, სიყვარული და მწუხარება ცვალებადია

ჩვენთან არს ღმერთი!

კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა!

გილოცავთ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

ბზობა, – ეს არის დიდი ზეიმის, სიხარულის, სიყვარულის დღესასწაული, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მწუხარება ხშირად ცვლის სიხარულს, სიხარული, სიყვარული და მწუხარება ცვალებადია.

უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ყოველი დღე გვაახლოებს მეორედ მოსვლასთან; ადამიანმა უნდა იფიქროს, რა ელოდება წინ და როგორ შევხვდებით ამ დღეს.

მაუწყე მე უფალო გზა, რომელსაცა ვიდოდე, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი! ყოველმა ჩვენგანმა უნდა გამონახოს გზა, გზა რომელიც მას მიიყვანს ღვთის სასუფეველში.

ძალიან ხშირად ისმის წუხილის სიტყვები; ნუ შეგეშინდებათ მაცხოვრის, სიყვარული აღემატება ყოველგვარ ცოდვას და განსაცდელს, მაგრამ საჭიროა სინანული.

„ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა“.

მადლი ღვთისა, წყალობა და კურთხევა მამისა და ძისა და წმინდისა სულისა იყავნ თქვენ ყოველთა თანა, ამინ!” – ქადაგებს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...