შაბათი, ივლისი 19, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიუცხოეთის ამბებიNATO 70 წლის იუბილეს აშშ-ში აღნიშნავს

NATO 70 წლის იუბილეს აშშ-ში აღნიშნავს

ამერიკის შეერთებული შტატები ნატო-ს 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილ სამმიტს მასპინძლობს.

საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანიც.

ორგანიზაცია ორი აბრევიატურითაა ცნობილი – ინგლისურენოვანი NATO (North Atlantic Treaty Organisation) და ფრანგულენოვანი OTAN (Organisation du traité de l’Atlantique Nord).

1949 წლის აპრილში 12-მა ქვეყანამ ჩრდილო-ატლანტიკური ბლოკის, ნატო-ს შექმნის იდეას დაუჭირეს მხარი და ამ სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრებიც გახდნენ. ეს ქვეყნები იყვნენ:

აშშ, ბელგია, დანია, დიდი ბრიტანეთი, ისლანდია, იტალია, კანადა, ლუქსემბურგი, ნორვეგია და პორტუგალია, საფრანგეთი, ჰოლანდია.

აღსანიშნავია, რომ 1966 წლის ივლისიდან საფრანგეთმა დატოვა ალიანსის სამხედრო ორგანიზაცია, თუმცა გააგრძელა მონაწილეობა პოლიტიკურ სტრუქტურებში. 2009 წლიდან საფრანგეთი კვლავ დაბრუნდა ალიანსის ყველა სტრუქტურაში.

დღეისათვის ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაცია თავის რიგებში 29 სახელმწიფოს აერთიანებს, მათ შორისაა ყოფილი საბჭოთა კავშირის სამი ქვეყანა (ლიეტუა, ლატვია, ესტონეთი) და სოციალისტური ბლოკის სამხედრო ალიანსის “ვარშავის ხელშეკრულების” ქვეყნები – გდრ (იგი 1990 წელს, ბერლინის კედლის დაშლის შემდეგ შეუერთდა ორგანიზაციას, ხოლო მანამდე გფრ გაწევრიანდა 1955 წელს), პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია, რუმინეთი, ბულგარეთი, ალბანეთი (ალბანეთმა “ვარშავის ხელშეკრულება” 1961 წელს დატოვა), ასევე ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები – ხორვატია, სლოვენია, მონტენეგრო.

თურქეთი 1952 წელს გახდა NATO-ს წევრი და არაერთი საინტერესო ვერსია ვრცელდებოდა ამ ფაქტთან დაკავშირებული, თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ იმ დროისათვის სერიოზულად იყო დაძაბული ურთიერთობა თურქეთსა და სსრკ-ს შორის.

უნდა აღინიშნოს, რომ 70 წლის განმავლობაში 7-ჯერ მოხდა ორგანიზაციის გაფართოება და ახალი წევრებით შევსება.

დღეისათვის, საქართველო ამ ორგანიზაციაში ასპირანტი ქვეყნის სტატუსითაა, თუმცა 2008 წლის ბუქარესტის სამმიტის გადაწყვეტილებით აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მეოთხე მშობელია, ვინც შვილის პატიმრობას ვერ გაუძლო!” – ელისო კილაძე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დედის...

ელისო კილაძე ემოციურ სტატუსს აქვეყნებს სოციალურ ქსელში, მძიმე მინიშნებებით: "ჯაფარას...

“მდინარაძე არის ივანიშვილის “შავი კასის” მთავარი ხელმძღვანელი” – ლევან ხაბეიშვილი

ამ დრომდე თორნიკე რიჟვაძის ბურუსით მოცულ დაჭრასთაბ დაკავშირებით კონკრეტულ...