spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ემოციურ საუბრებს სჯობს გადავიდეთ საქმის კეთებაზე" - გიორგი...

“ემოციურ საუბრებს სჯობს გადავიდეთ საქმის კეთებაზე” – გიორგი ვაშაძე

სასტუმრო ,,რუმსში” არასამთავრობო სექტორისა და შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების შეხვედრა შედგა. საკონსულტაციო შეხვედრის დაწყებამდე ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ ემოციურ საუბრებს სჯობს საქმის კეთებაზე გადასვლა:

,,სამოქალაქო სექტორს აქვს ძალიან დიდი როლი ამ დოკუმენტის ხელმოწერაში.

განსაკუთრებით შემიძლია აღვნიშნო სასამართლოს რეფორმის მიმართულება -მართლმსაჯულება, ასევე საარჩევნო რეფორმა და სხვა საკითხები, რომლებიც აქ არის.

ყველა ამ თემაზე მათთან ერთად ვიმუშავებთ იმიტომ, რომ ემოციურ საუბრებს სჯობს გადავიდეთ საქმის კეთებაზე. ამ ყველაფერს იმპლემენტაცია უნდა.

დიდი იმედი მაქვს, რომ სამოქალაქო სექტორი აქტიურად იქნება ჩართული და მათთან ერთად ძალიან ბევრ რამეს გავაკეთებთ.

პატიმრობაში მყოფ ნიკა მელიაზე პასუხისმგებლობის გადაკისრება ამნისტიასთან დაკავშირებით არ არის მართებული და მე ვემიჯნები.

მე, როგორც ხელისმომწერი ერთ-ერთი ამ დოკუმენტზე, ვიღებ პასუხისმგებლობას ამნისტიის კანონთან დაკავშირებით“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...

ია ანთაძე: “ვერ გატეხთ ელენეს და ვერც მოკლავთ!”

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ჟურნალისტი ია ანთაძე ემოციურ შეფასებებს აკეთებს...

“უხერხულია ირაკლი კობახიძე გახარიას შევადაროთ” – დიმიტრი (დიტო) სამხარაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...

ვახო სანაია: “ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ და დავლეწავთ ამ ბოროტებას❤️”

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოზიცია-მოწოდებას აქვეყნებს და...

“ირაკლი კობახიძეს თუ დავუჯერებთ, საქართველო გინესის რეკორდების წიგნშია შესატანი” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, საქართველოში რევოლუციების მცდელობებთან დაკავშირებით,...

“ასეთი მხარდაჭერა მე მმატებს ენერგიას, გამძლეობას და მხნეობას” – გიორგი ჩახუნაშვილი

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილის პირველი წერილი საპატიმროდან, ემოციური...

“ჩხუბი ქუჩაში მოსულა და თუ თავი გვაქვს, იქ ვიჩხუბოთ😊” – ლელა ჯეჯელავა

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას, პირდაპირი მინიშნებებით და კონკრეტული შეთავაზებით,...