პარასკევი, მარტი 14, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგარემოს დაცვა და ეკოლოგია"ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა" - ლევან...

“ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა” – ლევან დავითაშვილი

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ყოველწლიურად, ამ დღეს, მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდამჭერი ღონისძიებები 193 ქვეყანაზე მეტში, მათ შორის საქართველოშიც.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, მიმართვა გააკეთა:

დღეს, 22 აპრილს დედამიწის დღეა. „ერთად, ჩვენ შეგვიძლია, აღვადგინოთ დედამიწა! – ასეთია მთავარი გზავნილი, რომლითაც მსოფლიო, 2021 წელს, დედამიწის დღეს აღნიშნავს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გარემოს დაცვის, როგორც გლობალური გამოწვევის პროცესში, თანმიმდევრულად მუშაობს გარემოსდაცვითი პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე.

ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა, მის გაუმჯობესებაზე ზრუნვა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა.

აქტიურად მიმდინარეობს ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის და დაცული ტერიტორიების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად განვითარების მიმართულებით მუშაობა, რაც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაცვას და ეკოტურიზმის განვითარებას. უკანასკნელ პერიოდში დაცული ტერიტორიების ფართობი, რეკორდულად, 280 000 ჰა-ით გაიზარდა და ჩვენი ქვეყნის თითქმის 12% ტერიტორიას მოიცავს.

განსაკუთრებით მნიშნელოვანია სატყეო სექტორის რეფორმა და ტყის მდგრადი მართვა, რომელიც ტყის ახალი კოდექსის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს და განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა ვმართოთ მდგრადად ტყე, რაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის, დაახლოებით, 40%-ია.

რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ, გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენციის უმნიშვნელოვანესი საფუძველი – კანონი „გარემოსდაცვთი პასუხისმგებლობის შესახებ” დამტკიცდა, რაც ქვეყანაში ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი გარემოსდაცვითი მმართველობის შექმნის ერთ-ერთ უმთავრესი წინაპირობაა.

ჩვენ დავაწესეთ ახალი სტანდარტები, რათა მაქსიმალურად შევამციროთ სამრეწველო სექტორიდან ჰაერის დაბინძურება და ეს დადებითად აისახოს ცალკეულ ქალაქებში ჰაერის ხარისხის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია ნარჩენების პრევენცია, ხელახლა გამოყენება და გადამუშავება. ამ მიზნის მისაღწევად, ვიწყებთ პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის შემუშავებას, რაც ხელს შეუწყობს პლასტმასის არამდგრად გამოყენებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და შეამცირებს გარემოზე მიყენებულ ზიანს.

აქტიურად მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვის პროცესი, რომელიც გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობასა და სასკოლო სივრცეში ინტეგრირებას ითვალისწინებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, გაძლიერდება დაწყებითი საფეხურის 20 000 პედაგოგის შესაძლებლობები, ხოლო 250 000 მოსწავლე უკეთესად შეისწავლის ისეთ მნიშნელოვან საკითხებს, როგორიცაა მდგრადი განვითარება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, წყლის რესურსების დაცვა, ჰაერის დაცვა დაბინძურებისგან, კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი საფრთხეების შემცირება, ნარჩენების მართვა, მიწის მართვა და გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლა, სოფლის მეურნეობა, სურსათის უვნებლობა და ხარისხი”, – აცხადებს ლევან დავითაშვილი.

ავტორი
ლიზა დვალი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ილიაუნმა და განსაკუთრებით მისმა რექტორმა გუშინ ქართულ საზოგადოებას დაუმტკიცა, რომ ყოველთვის აქვს ბრძოლას მნიშვნელობა”...

სამართლიანობის აღსადგენად და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის სრული ავტორიზაციის მინიჭებისთვის...

“თქვენი პროპაგანდა თოვლში ჩაფლულ მანქანას ჰგავს – რაც უფრო აწვებით, მით უფრო ეფლობით. იცოდეთ,...

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“სანქციები მხოლოდ დასაწყისია – მოძალადე რეჟიმის სრული იზოლაცია უნდა მოხდეს” – გიორგი ვაშაძე

დიდ ბრიტანეთში განხორციელებული სამუშაო ვიზიტის მთავარ მიზანზე საუბრობს “სტრატეგია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“თვითმფრინავის ბიჭების” მბრალდებლებსაც და მოსამართლესაც ალბათ მართალი ეგონათ თავი, მაგრამ კი ვხედავთ ისტორიის ვინ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას,...

“ბრავო, გიორგი ვაშაძე❗ დიდია შენი წვლილი ამ რეზოლუციის მიღებაში, სადაც ერთ-ერთი პუნქტი მიხეილ სააკაშვილის...

Alde-მ, საქართველოს შესახებ, ნიდერლანდების, გერმანიის და საქართველოს მიერ ინიცირებული...