ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, ლანძღვა გინების ნაცვლად, პროფესიულ...

“კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, ლანძღვა გინების ნაცვლად, პროფესიულ დისკუსიაზე გადავიდეთ, ეს სჭირდება დღეს საქართველოს” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე, ჟურნალისტებთან კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს ამნისტიის კანონთან დაკავშირებით:

ამნისტიის კანონისთვის არის მაქსიმალურად მოკლე ვადა და შევეცდებით, რომ იმ ვადაში იყოს ყველაფერი გაკეთებული. იქნება საკომიტეტო მოსმენები, იქნება ყველაფერი, როგორც ეს პროცედურას სჭირდება. 3 პლენარული სესია, 3 საკომიტეტო მოსმენა, რაც ეს სჭირდება ნებისმიერ კანონპროექტს და მივიღეთ ჩვენ თანხმობა პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი თალაკვაძისგან, რომ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოხდება ამ კანონის მიღება.

ჩემი მიზანია შეთანხმება, რომელიც უნდა ხალხს და რომელიც შედგა, ასეთი მაღალი რანგის ადამიანის ვიზიტიდან გამომდინარე და მისი უშუალო მონაწილეობით, რაც შეიძლება სწრაფად იყოს იმპლიმენტირებული. გარდა ამ საკითხებისა, არის საკონსტიტუციო ცვლილებები მოსამზადებელი, საკანონმდებლო ცვლილებები დასაწერი და რაც მთავარია, ბევრი რამ არის გასაკეთებელი. დრეიდან, კიდევ ერთხელ, ყველას მოვუწოდებ, ლანძღვა-გინების ნაცვლად პროფესიულ დისკუსიაზე გადავიდეთ, ეს სჭირდება დღეს საქართველოს.

რაც შეეხება, ამნისტიის კანონს და დამნაშავე პოლიციელებს, მე პირდაპირ გეტყვით, რომ ამაზე ვიმსჯელებთ კიდევ, მაგრამ ღიად და გულწრფელად გეუბნებით, ჩემთვის დამნაშავე არის არა პოლიციელი, რომელმაც კონკრეტული ქმედება ჩაიდინა, არამედ ის, ვინც დავალება გასცა ამ უკანონო ქმედებებზე. კანონი შეეხება მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც უკვე არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული და ვიცით რა მუხლით. იმ ადამიანებს, ვინც არაა დღეს პასუხისგებაში, არ შეეხება. შესაბამისად – მთავარი კითხვა, ვინც მიიღო გადაწყვეტილება, დაწყებული გახარიადან, დაწყებული ბევრი ადამიანიდან – არ შეეხება და ვერ შეეხება ამნისტიის კანონი! ამაზეც შევთანხმდით,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მაბრალებენ იმას (კორუფციას და ბარიგების მფარველობას), რასაც მთელი ცხოვრება ვებრძოდით მეც და მამაჩემიც” –...

გავრცელებული ინფორმაციით საგარეჯოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა,...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ალეკო ელისაშვილი, ეს ფიზიკური თუ პოლიტიკური აკრობატი, იწვევს სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში, რათა გახდეს დედაქალაქის...

თბილისის მერის კანდიდატურასთან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...