შაბათი, ივლისი 5, 2025
28.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერება"ექსპერტები იმუშავებენ და დაადგენენ, რა მდგომარეობაშია გაერთიანებული და...

“ექსპერტები იმუშავებენ და დაადგენენ, რა მდგომარეობაშია გაერთიანებული და ძლიერი საქართველოს სიმბოლო – ხახულის დიდი ხატი” – თეა წულუკიანი

შალვა ამირანაშვილის სახელობის მუზეუმი რეაბილიტაციას საჭიროებს და იწყება სახელმწიფო სარემონტო სამუშაოები. ამ გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა უშუალოდ ამირანაშვილის მუზეუმიდან მიაწოდა:

ოთხი ჯგუფი ჩაბარდება ოთხ დირექტორს, რომლებიც შექმნიან დირექტორატს, რომელსაც საქმიანობაში კოორდინაციას, რა თქმა უნდა, გაუწევს გენერალური დირექტორი, ბატონი ლორთქიფანიძე. მათ ექნებათ რწმუნება სამინისტროსგან, რომ, პირველ რიგში, ფონდების, კოლექციების ვითარება შეისწავლონ.

„იუნესკომ“ დადებითად უპასუხა ჩვენს თხოვნას და არაერთი პროცედურის გავლის შემდეგ, უკვე ველოდებით მათ ექსპერტებს, რომლებიც ქართველ პროფესიონალებთან ერთად საგანძურში იმუშავებენ და დაადგენენ, რა მდგომარეობაშია გაერთიანებული და ძლიერი საქართველოს სიმბოლო – ხახულის დიდი ხატი. სწორედ ეს ჯგუფი დაადგენს, რა ვითარებაშია ეს ექსპონატები.

პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ამ შენობის კვლევა, რაც არ იქნება მხოლოდ ვიზუალური. ეს იქნება ექსპერტიზა, კონსტრუქციული, სიღრმისეული, ასევე ჩატარდება გეოლოგიური და ჰიდროლოგიური კვლევები და სანამ ეს დასკვნები არ გვექნება, ვერ გვეცოდინება, ეს შენობა ექვემდებარება რესტავრაციას, გამაგრებას თუ არა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ავტორი
ნატალი ბაკურაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...