spot_img
მთავარიჯანმრთელობის დაცვა17 აპრილი ჰემოფილიის მსოფლიო დღეა

17 აპრილი ჰემოფილიის მსოფლიო დღეა

ჰემოფილიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო  მნიშვნელოვან და საყურადღებო ინფორმაციას აქვეყნებს:

🔴ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ჰემოფილიით დაავადებულ ადამიანებს მნიშვნელოვან დახმარებას უწევს.

🔴პროგრამით მოსარგებლეები არიან: საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირები და საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

🔴იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა მოიცავს:

✔️ ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფას.
მედიკამენტებით უზრუნველყოფა ხდება სრულად, თანაგადახდის გარეშე, კომპონენტისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
2021 წლის ბიუჯეტი – 7 000 000 ლარი;

✔️ ჰემოფილიით და სისხლის შედედების სხვა მემკვიდრული პათოლოგიებით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას.
2021 წლის ბიუჯეტია 200 000 ლარი.

ამბულატორიული მომსახურება:
1. ჰემატოლოგის და სხვა სპეციალისტების კონსულტაცია;
2. სისხლდენებისა და სისხლჩაქცევების დროს სისხლის კომპონენტების, ჰემოსტატიკების და ფაქტორების ტრანსფუზია;
3. კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები (მათ შორის, გამოკვლევები სწრაფი ტესტებით В და C ჰეპატიტებსა და აივ-ინფექციაზე);
4. სისხლის შედედების ფაქტორების გამოკვლევა;
5. თრომბოციტების ფუნქციური გამოკვლევა;
6. ფიზიოთერაპიული მომსახურება (ფიზიოთერაპიული ვარჯიშები).

სტაციონარული მომსახურება:
1. ჰემორაგიული დიათეზის შემთხვევებში ჰოსპიტალური მომსახურება;
2. ჰემოფილური ართროპათიით გამოწვეული ორთოპედიული მომსახურება

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...