spot_img
მთავარიკანონი და სამართალიჩუქების ხელშეკრულება და მასთან დაკავშირებული საკითხები - გვანცა...

ჩუქების ხელშეკრულება და მასთან დაკავშირებული საკითხები – გვანცა ცაბაძის იურიდიული კონსულტაცია

იურიდიულ და სამართლებრივ საკითხებას თუ ნიუანსებში გათვითცნობიერება ძალზე მნიშვნელოვანია საზოგადოებისათვის. ბევრი რამ შეიძლია მოიძიოს მოქალაქემ კანონებსა თუ კოდექსებში, თუმცა დიდი მოცულობის მასალებში ძნელია კონკრეტული ინფორმაციების ეფექტურად მოძიება. ამ მიზნით რეგულარულად შემოგთავაზებთ მნიშვნელოვან, სასარგებლო ინფორმაციებს ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში. ამჯერად გაგაცნობთ ჩუქებასთან დაკავშირებულ საკითხებს:

ჩუქების ხელშეკრულებით, ერთი პირი ქონებაზე საკუთრების უფლებას გადასცემს მეორე პირს უსასყიდლოდ, საჭიროა ორივე მხარის ნების გამოვლენა. მჩუქებელმა უნდა გამოავლინოს ქონების ჩუქების ნება, ხოლო დასაჩუქრებულმა ამ ქონების მიღების სურვილი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 7-ე მუხლის თანახმად, „კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი შეიძლება იყოს ქონებრივი ან არაქონებრივი ღირებულების მატერიალური და არამატერიალური სიკეთე, რომელიც კანონით დადგენილი წესით ბრუნვიდან არ არის ამოღებული“. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ქონებად აღიარებს არა მხოლოდ ნივთებს, არამედ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებსაც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მხოლოდ უძრავი ნივთის ცნებას იცნობს და ამით დუმილით გვამცნობს, რომ მოძრავად უნდა ჩაითვალოს ყველა ის ნივთი, რომელიც არ ითვლება უძრავად. უძრავ ნივთზე საკუთრების წარმოშობის წესი განსხვავებულია მოძრავ ნივთზე საკუთრების წარმოშობის წესისაგან. 525-ე მუხლის პირველი ნაწილის  თანახმად, მოძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ქონების გადაცემის მომენტიდან, რომლის დროსაც დაცული უნდა იქნეს 186-ე მუხლის დანაწესი. 525-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოძრავ ნივთებთან მიმართებით, დასაჩუქრებულის თანხმობის გამოხატვა ხდება ნაჩუქარი ნივთის მიღებით.

თუ ჩუქების საგანს ისეთი ქონება წარმოადგენს, რომელზეც საკუთრების უფლება წარმოიშობა მხოლოდ კანონით დადგენილი ფორმის დაცვით, მაშინ ასეთი ქონების საჩუქრად გადაცემის ხელშეკრულებაც იმავე ფორმის დაცვით უნდა მოხდეს. მაგალითად, თუ ჩუქების საგანი იქნება მიწის ნაკვეთი ან საცხოვრებელი სახლი, ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს უძრავი ნივთების შეძენისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

უძრავ ნივთზე დადებული ჩუქების ხელშეკრულება

უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

ჩუქების ხელშეკრულება შესაძლებელია დაიდოს როგორც სანოტარო წესით, ასევე მარტივი წერილობითი ფორმით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელმოწერა მოწმდება იუსტიციის სახლის ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ.

მხარეებს შეუძლიათ დაადგინონ, რომ ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია ამა თუ იმ პირობის შესრულებაზე ან განსაზღვრული მიზნის მიღწევაზე. ეს მიზანი შეიძლება იყოს საერთო-სასარგებლოც (შეწირულობა). თუ დასაჩუქრებული პირობას არ შეასრულებს, მაშინ მჩუქებელს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე.

უნდა აღინიშნოს,  რომ ნივთის გამჩუქებელმა, თუ ბოროტი განზრახვით დამალა გაჩუქებული ნივთის ნაკლი დასაჩუქრებულს უფლება აქვს მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

დასაჩუქრებული დაიბეგრება საჩუქრად მიღებული უძრავი ქონების ღირებულების 20%–ით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის არის მჩუქებლის პირველი ან მეორე რიგის მემკვიდრე (შვილი, მეუღლე, მშობელი, და-ძმა). ხოლო თუ დასაჩუქრებული არის მჩუქებლის მესამე ან მეოთხე რიგის მემკვიდრე (ბებია, პაპა, ბიძა, დეიდა, მამიდა), იგი დაიბეგრება იმ შემთხვევაში, თუ საჩუქრად მიღებული უძრავი ქონების ღირებულება არის 150 000 ლარი ან მეტი.

 

ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება

რაც შეეხება ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას, იგი შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. თუ ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მჩუქებლის მიერ.

ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს.

არსებობს კიდევ ერთი გარემოება, როდესაც შესაძლოა გაჩუქებული ნივთის უკან გამოთხოვა. კერძოდ, თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გაჩუქებული ნივთის გამოთხოვა არ შეიძლება, თუ გამჩუქებელმა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩაიგდო თავი მძიმე მდგომარეობაში.

საინფორმაციო სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, იურისტი
გვანცა ცაბაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მართლმსაჯულება იქცა ივანიშვილის სარდაფად. ესაა ადამიანების გატაცება საზოგადოებრივი სივრციდან” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია სასამართლო-სამართლებრივი სისტემის კონკრეტულ სქემაზე საუბრობს: "რა პრაქტიკა...

“გორში მომხდარ ძალადობაზე თავად “ოცნების” რეაქცია ამჟღავნებს მათი ძალაუფლების რეალურ ბუნებას – კრიმინალური, სისტემური,...

ელენე ხოშტარიას 4-პუნქტიანი განმარტებები გორში მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით: "გორში მომხდარ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...