ოთხშაბათი, ივლისი 2, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებითეონა ჭალიძე: უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც იზრუნებს...

თეონა ჭალიძე: უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც იზრუნებს ბინის ქირით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებაზე

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე ავარიულ სახლებთან დაკავშირებით დედაქალაქში შექმნილ სიტუაციას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მდგომარეობა ამ მხრივ საკმაოდ მძიმეა, შესაბამისად საჭიროა გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება:

,,2021 წლის მარტის მდგომარეობით თბილისის მერიის რაიონული გამგეობები 1742 ოჯახს ბინის ქირით უზრუნველყოფენ. (ძირითადად ოჯახზე 300 ლარია გათვალისწინებული). აქედან 378 ოჯახი ქირით გაყვანილია ავარიული და დანგრეული საცხოვრებელი სახლიდან თუ კორპუსიდან, სადაც სიცოცხლისთვის საშიში პირობებია. ხოლო 1364 ოჯახს მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, გამონაკლისის წესით, გამგეობები ეხმარებიან ბინის ქირის კომპენსაციით. თუმცა, როგორც ვხედავთ ე.წ. საგამონაკლისო წესით ბინის ქირით უზრუნველყოფილი მოქალაქეების რაოდენობა ოთხჯერ მეტია ძირითადი წესით ბინის ქირის კომპენსაციით უზრუნველყოფილი ოჯახების რაოდენობაზე.

აქვე აღსანიშნავია, რომ მიმართვიანობა მოქალაქეების მხრიდან აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობაზე ყოველწლიურად მზარდია, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში გაუარესებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან. ფაქტია ისიც, რომ პროგრამაში ყველა განმცხადებლის ჩასმა ვერ (ხან არ) ხერხდება. თუ 2020 წელს 6 059 106 ლარი გაიხარჯა ამ მიმართულებით თბილისის ბიუჯეტიდან, 2021 წელს 6 701 800 ლარია გათვალისწინებული.

უნდა ითქვას ისიც, რომ წლების განმავლობაში იმ ოჯახების სოციალური მდგომარეობა, ვისაც ბინის ქირას ბიუჯეტიდან უხდიან, არ უმჯობესდება. გამოყოფილ თანხაზე დამატებაც უწევთ ოჯახებს, რადგან სამას ლარად ბინის დაქირავება ფაქტიურად შეუძლებელიცაა, იშვიათი გამონაკლისების გარდა.

ვფიქრობთ ამ მიმართულებით მოსაფიქრებელია როგორ გაუმჯობესდეს პროგრამის განხორციელება, რომ უფრო ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული იყოს. კარგი იქნება შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც იზრუნებს გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებაზე,“ – აცხადებს თეონა ჭალიძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოცნახირი ისევ ჩუმად იქნება” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა მწვავე შეფასებებით, კონკრეტულ განმარტება-მინიშნებებს...

“პარლამენტში არ შევალთ, – არალეგიტიმურიაო. რუსთავის ციხე ხომ არის ლეგიტიმური?!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ბონდო მძინარაშვილის ირონიული...

მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს არსენიო დომინგესს შეხვდა

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, არსენიო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“ეს ობერ-ქოც-ხროვა არ იყო რომ გაჰკიოდა, სანქციები ჩვენი ჯილდოაო?🧐” – დავით ქაცარავა

სანქციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ირონიანარევი პოზიცია-მინიშნებებით აფასებს “ანტისაოკუპაციო...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“პარლამენტში არ შევალთ, – არალეგიტიმურიაო. რუსთავის ციხე ხომ არის ლეგიტიმური?!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ბონდო მძინარაშვილის ირონიული...

“ქოცნების” ლოგიკით გამოდის, რომ არც სააკაშვილმა იცოდა, რასაც განზრახ უკეთებდა გარეული თუ შინაური მტერი”...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, საგამოძიებო კომისიაზე...