შაბათი, მაისი 10, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიCOVID 19"მესამე ტალღა ჩვენს ქვეყანაშიც უკვე დაწყებულია" - ამირან...

“მესამე ტალღა ჩვენს ქვეყანაშიც უკვე დაწყებულია” – ამირან გამყრელიძე

ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გაიმართა ბრიფინგი, სადაც მიმოიხილეს ინფიცირების მაჩენებელი და ასევე განიხილეს მსოფლიოში მიმდინარე ვაქცინაციების შესახებ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა:

„ეპიდსიტუაცია როგორც მსოფლიოში და ევროპაში, ისევე ჩვენთან თანდათან რთულდება. მესამე ტალღა ჩვენს ქვეყანაშიც უკვე დაწყებულია. გუშინ 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 14000-მდე ტესტი და გვაქვს ახალი 359 შემთხვევა. აქტიური შემთხვევა ქვეყანაში არის 7017. დადებითობის მაჩვენებელი კი დღევანდელი გახლავთ 2.35%, ხოლო 30 დღის განმავლობაში მაჩვენებელი მიახლოვდა 2%. რაც შეეხება რეპროდუქციის ინდექსს, ის ავიდა 1.34-ზე, რაც ძალიან საგულისხმოა. დღეს არსებული ინფორმაციით გვაქვს დაახლოებით 17-მდე კლასტერული ეპიდაფეთქება, რომელიც მართვადია, მაგრამ ეს არის პირველი ნიშანი იმისა, რომ თუ რეკომენდაციები არ დავიცავით ამას შეიძლება მოჰყვეს საყოველთაო გავრცელება. დღევანდელი დილის მონაცემებით აცრილია 20622 ადამიანი, გუშინდელი მონაცემებით კი 928. ჩვენ გვჭირდება დაახლოებით 3000-დან 4000-მდე ყოველდღიური აცრა. რაც შეეხება მასობრივ აცრებს, დიდი ალბათობით დაიწყება ივლისში, როდესაც გვექნება შესაბამისი დოზები. ყველას მოგიწოდებთ დავიცვათ ის აუცილებელი რეკომენდაციები, რაც ყოველთვის ჟღერდება ჯანდაცვის სექტორის მიერ, ეს არის ხუთი მთავარი წესი:
1. პირბადის უნივერსალური გამოყენება;
2. დისტანცია;
3. სანიტარული წესრიგი;
4. დიდი თავყრილობების თავის არიდება;
5. იმუნიზაციის და აცრების მეტად გააქტიურება.

დღეს მსოფლიოში გამოიყენება სულ რამოდენიმე ვაქცინა, რომელიც ავტორიზებულია სხვადასხვა მარეგულირებლის მიერ. ეს ვაქცინებია: ამერიკული წარმოების ვაქცინები „ფაიზერი“ და „ბიოენტეხი“ ეს არის გერმანულ-ამერიკული წარმოება, რომელიც ავტორიზებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. „მოდერნა“ – ამერიკული წარმოების, რომელიც არ არის ავტორიზებული ჯერჯერობით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, მაგრამ ავტორიზებულია ევროპისა და ამერიკის წამლის სააგენტოს მიერ. „ჯონსონ და ჯონსონი“, რომელიც ახლა გამოჩნდა, ამერიკული წარმოებისაა, ასევე ბელგიურ „ჯენსენ“-თან ერთად, რომელიც ავტორიზებულია მხოლოდ „FDA“-ს მიერ. რაც შეეხება ასტრა-ზენეკას ვაქცინას, იგი ბრიტანულ-შვედური წარმოებისაა, რომელიც ავტორიზებულია როგორც ბრიტანეთის, ისე ევროკავშირს და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, თუმცა არა „FDA“-ს მიერ. ამის გარდა საერთაშორისო ბაზარზე არის ჩინური ორი ვაქცინა – „სინოფარმი“ და „სინოვაკი“, რომელიც ავტორიზებულნი არიან ჩინეთის მარეგულირებლის მიერ.

რა თქმა უნდა 100%-ით არცერთი ვაქცინა არ იცავს დაინფიცირებისგან, მაგრამ მათი ძირითადი დანიშნულებაა, რომ უზრუნველყოს ადამიანი ფატალური შემთხვევებისგან,” – აღნიშნა ამირენ გამყრელიძე.

ავტორი
ანა თეზელაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ აუცილებლად დავიხსნით პოლიტიკურ ტყვეებს! გავიმარჯვებთ ერთობით!” – ნანა ტოხვაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნანა ტოხვაძე კიევიდან დაბრუნებისთანავე,...

თბილისის მერია ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს ფინანსურად დაეხმარება – კახა კალაძის განმარტებები

თბილისის მერია ამუშავებს დახმარების პაკეტს, რომლითაც სადგურის მოედანთან არსებულ...

“ტლუ ქოცებო, ახლა მაინც მიხვდით რატომ გაიპარა ღარიბაშვილი?” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი "ქართული ოცნების" ლიდერებს...

“რამე ქართული მაინც გაგაჩნდეთ ფარჩაკებო, ბოლომდე გახაზული აგენტები ხართ‼️” – დიტო სამხარაძე ოპოზიციაზე

პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მწვავე პოზიციას აფიქსირებს მმართველი გუნდის ერთ-ერთი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...