spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სტრატეგია აღმაშენებელი" ხელისუფლებას საპენსიო სესხებთან დაკავშირებით ტყუილსა და...

“სტრატეგია აღმაშენებელი” ხელისუფლებას საპენსიო სესხებთან დაკავშირებით ტყუილსა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს

“სტრატეგია აღმაშენებელი” საპენსიო სესხების პროცენტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. როგორც პარტიაში აცხადებენ აღნიშნული საკითხი მათ ჯერ კიდევ არჩევნებამდე წამოწიეს და დეტალურად შეისწავლეს. პარტიაში ამბობენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით დისკუსია არასწორად მიმდინარეობს და ხელისუფლება მასთან დამეგობრებულ ბიზნესებს ხელს უწყობს:

უსამართლოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთის დაწევა საპენსიო სესხებზე ეს არის “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი პრიორიტეტი. ეს იყო ერთი, იმ 7 საარჩევნო დაპირებისგან, რომელიც “სტრატეგია აღმაშენებელმა” შესთავაზა საზოგადოებას.

მივესალმებით ამ თემის წამოწევას და საფინანსო – საბიუჯეტო კომიტეტში ამ თემის განხილვას. მაგრამ უკვე დასაწყისშივე ვხედავთ, რომ დისკუსია არასწორი მიმართულებით მიდის. ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადება, რომ შეუძლებელია ბანკისგან უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთის დაწესება, რადგან ეს არის არაუზრუნველყოფილი, უფრო მაღალი რისკის მქონე კრედიტები – არის ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. უფრო პირიქით, ეს არის ყველაზე დაბალი რისკის სესხი, რადგანაც პენსიონერს გარანტირებულად ერიცხება პენსია ყოველთვიურად და პენსიის შეწყვეტის და ვერ დარიცხვის საფრთხე არ არსებობს, განსხვავებით ყველა სხვა სესხისგან, როცა ადამიანმა შეიძლება დაკარგოს სამსახური, ან გაკოტრდეს და ვერ გადაიხადოს საბანკო ვალდებულება. ერთადერთი რისკი ეს არის გარდაცვალება, რაც თვითონ სესხშივე არის დაზღვეული და სიცოცხლის დაზღვევა ჩადებულია უკვე სესხის გაფორმებისას. ასე, რომ საპენსიო სესხი ეს არის ყველაზე ნაკლებრისკიანი სესხი, რომელიც კი ბანკმა შეიძლება გასცეს.

ასევე, მიუღებელია “ლიბერთი ბანკის” დირექტორის განცხადება, რომელიც აგრეთვე ამბობს, რომ ეს არის მაღალრისკიანი სესხი და რომელიც თვეში მხოლოდ 3 ან 5 ლარით ნაკლების გადახდას სთავაზობს პენსიონერებს. ესეც არის პენსიონერების დაცინვა და აბუჩად აგდება.

როგორც ვხედავთ, ხელისუფლება კვლავ ხელს აფარებს „ლიბერთი ბანკს“ და არ უნდა რომ მას ჩამოართვას მონოპოლია. კიდევ ერთი მაგალითი, როგორ უქმნის ხელისუფლება სასათბურე პირობებს მასთან ლოიალურად განწყობილი ბიზნესებს საზოგადოების ყველაზე ღვაწლმოსილი და მოწყვლადი ჯგუფის – პენსიონერების ხარჯზე.

“სტრატეგია აღმაშენებელმა” დეტალურად დაამუშავა და შეისწავლა ეს თემა ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ და ჩვენ ვიყავით ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც ეს თემა წამოსწია საზოგადოების სამსჯავროზე. ჩვენი გათვლებით შესაძლებელია არათუ საპროცენტო განაკვეთის შემცირება, უფრო მეტიც, 2020 წლის დეკემბრამდე დარიცხული უსამართლოდ მაღალი 30–40%-იანი სესხის პროცენტის ჩამოწერაც. ერთმნიშვნელოვნად „ლიბერთი ბანკი“ აღარ უნდა იყოს მონოპოლისტი სასესხო, საპენსიო და სხვა სოციალური დახმარების, რაც თავის მხრივ გაზრდის კონკურენციას სხვადასხვა ბანკებს შორის და სასესხო და საპენსიო მომსახურებას პენსიონერზე უფრო მორგებულს გახდის”, – ნათქვამია “სტრატეგია აღმაშენებლის” განცხადებაში.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარის მუნიციპალიტეტებში 90-ზე მეტი მზარეული გადამზადდა

ბათუმში მზარეულების გადამზადების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც ორთვიანი...

“როდესაც ანადგურებ იმას, რაც შენი აშენებული არ არის, ამტკიცებ, რომ უბრალოდ ზედმეტად მცირე ხარ...

ბიზნესმენ ფადი ასლის შეფასებები კონკრეტული შედარება-მინიშნებებით: "მემკვიდრეობისადმი, როგორც ადვილად მოსაშორებელ...

“ქვეყნის შიგნით ასკაციანი აქციები და ქვეყნის გარედან სანქციები – ამ ეტაპისთვის სწორედ ეს დარჩა...

"არსებობს ცნობილი გამონათქვამი: რასაც პეტრე ამბობს პავლეზე, პეტრეზე უფრო...

“მინდა წინასწარ განვაცხადო, რომ თუ შეგხვდებათ ვიდეო, აუდიო ან რაიმე სხვა სახის ჩანაწერი, რომელშიც...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, "კლინიკა ვივამედიდან"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“მინდა წინასწარ განვაცხადო, რომ თუ შეგხვდებათ ვიდეო, აუდიო ან რაიმე სხვა სახის ჩანაწერი, რომელშიც...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, "კლინიკა ვივამედიდან"...

“ამ დროისთვის, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია” – მაია მუმლაძე მურთაზ ზოდელავაზე

ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე" მსჯავრდებული მურთაზ ზოდელავა, ჯანმრთელობის მდგომარეობის...