პარასკევი, ივნისი 27, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიCOVID 19ვაქცინაციის პროცესის წარმატებაზეა დამოკიდებული ჩვენი უსაფრთხოება, ეკონომიკა და...

ვაქცინაციის პროცესის წარმატებაზეა დამოკიდებული ჩვენი უსაფრთხოება, ეკონომიკა და ჯანდაცვა – სერგო ჩიხლაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაში არსებულ ეპიდ ვითარებას აფასებს და აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია. სერგო ჩიხლაძის თქმით არსებული სიტუაციიდან გამომდინარე საჭიროა როგორც ჯანდაცვის მინისტრიs, ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს:

ვაქცინაციის პროცესის წარმატებაზეა დამოკიდებული დღეს ჩვენი უსაფრთხოება, ეკონომიკა და ჯანდაცვა.

ვაქცინა ისევ არ გვაქვს, მოსახლეობის ჩართულობა დაბალია, ავტორიზებული ვაქცინის ახალი დოზების შემოსვლის გეგმა-გრაფიკი ისევ არ არსებობს. ამავე დროს, არ არის წარმოდგენილი პანდემიის მართვის 2021 წლის გეგმა და ალგორითმი.

მეტად საეჭვოა ქვეყანაში არაავტორიზებული ჩინური ვაქცინის შემოტანის პროცესიც. მითუმეტეს, რომ თვითონ მწარმოებელი ქვეყანაც ალაპარაკდა მათ დაბალ ეფექტურობაზე, სხვა ავტორიზებულ ვაქცინებთან შედარებით.

ყოველივე აქედან გამომდინარე „სტრატეგია აღმაშენებელი“ მოითხოვს:
1. გასაჯაროვდეს ვაქცინებთან დაკავშირებული ყველა მოლაპარაკების დეტალი და კონტრაქტები;
2. რა შედეგი ჰქონდა საგარეო მინისტრის მოადგილის ვიზიტს ინდოეთში და სად არის დაპირებული 180 000 დოზა, რომელიც მაისამდე უნდა შემოსულიყო?
3. დასახელდეს ვაქცინაციის პროცესზე პასუხისმგებელი პირები;
4. სასწრაფოდ შემუშავდეს პანდემიის მართვის 2021 წლის საგანგებო გეგმა;
5. განახლდეს არსებული ვაქცინაციის გეგმა, რომელიც ვერ პასუხობს დღევანდელ რეალობას;
6. დაიწყოს სრულმასშტაბიანი საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია ვაქცინაციასთან დაკავშირებით;
7. თუ ამ კითხვებზე/მოთხოვნებზე პასუხი და რეაგირება არ არის, გადადგეს ჯანდაცვის მინისტრი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი და ყველა ის პირი, ვისი ვალდებულებაცაა ვაქცინაციის და პანდემიის პროცესის მართვა!” – აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეს არ არის პროცესი ოპოზიციის წინააღმდეგ, ეს არის პროცესი საქართველოს წინააღმდეგ” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ...

“გავაგრძელებთ მუშაობას სამი წევრის ფორმატში პირების გამოკითხვასთან დაკავშირებით” – თეა წულუკიანი

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ერთგვარი შემაჯამებელი განმარტებები გააკეთა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

პაატა მანჯგალაძე: “ჩვენი ამოცანაა ერთობა, წინააღმდეგობა და ბრძოლა”

და კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს ხელისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს, საზოგადოებას...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ქოცებო, რუსები რომ ვერ “დალაგდნენ” ტრამპის ადმინისტრაციასთან და თქვენ როგორ “დაგილაგებენ”?!” – ზურაბ ბატიაშვილი

უკრაინელების მიერ ქერჩის ხიდზე მიტანილ შეტევასთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს...