spot_img
მთავარიინტერვიუ"ჩემი სეგმენტი ის ადამიანებია, ვინც სიღრმისეულად უყურებს მოვლენებს...

“ჩემი სეგმენტი ის ადამიანებია, ვინც სიღრმისეულად უყურებს მოვლენებს და არა ზედაპირულად” – ხათუნა მდინარაძე

თანამედროვე სამყაროს ეკონომიკა, ბიზნესგარემო, მკაცრი კონკურენციის პირობებში, დიდი გამოწვევების წინაშე დგას, ხოლო კორონავირუსის პანდემიის პირობებში შექმნილი რეალობა, დამატებით შექმნილი არაერთი პრობლემის გააზრებულ შეფასებას და სიახლისადმი სწრაფ ადაპტაციას მოითხოვს.

ამ მხრივ საკმაოდ საინტერესოა, პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, ექსპერტის კონკრეტული შეფასებები. საინფორმაციო სააგენტო ,,პარალელის“ შეკითხვებს პასუხობს გაყიდვები მენტორი და პოზიტიური ფსიქოკონსულტანტი ხათუნა მდინარაძე:

  • მოგვიყევით რატომ გადაწყვიტეთ გამხდარიყავით ტრენერი? რა გახდა ამ გადაწყვეტილების საწინდარი?

– ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა 19 წლის ვიყავი, II კურსის სტუდენტი და ერთ-ერთ ორგანიზაციაში გავიარე სასერთიფიკატო კურსი, რომელიც უფრო მშრალ ლექციას გავდა, ვიდრე ნამდვილ ტრენინგს. ჰოდა, გავბრაზდი და შევედი უფროსთან საყვედურისთვის, თუმცა იქედან შემოთავაზებით გამოვედი, რომ გადამამზადებდნენ სატრენინგო სფეროში. მასთანავე, ამავე ორგანიზაციის მოწვეული ტრენერი გავხდებოდი მალე.
ასე „მოვიწამლე“ თავდაპირველად. მერე ნელ-ნელა საყვარელ საქმედ ვაქციე.

  • რა სირთულე შეგხვდათ პირველი ნაბიჯების გადადგმის დროს და დღეს?

– სირთულე ყველა პერიოდს აქვს, თუმცა მთავარი გამოწვევა ის იყო, რომ არ ვიცოდი რა ვიცოდი და რა არა მერე ეს ყველაფერი გამოცდილებამ თავისით დაალაგა.

დღევანდელ გამოწვევას რაც შეეხება, ალბათ ის არის, რომ ბოლომდე გავიგო, შევიგრძნო და სიღრმისეულად გავაცნობიერო ჩემი მსმენელებისა თუ კორპორატიული კლიენტების მთავარი პრობლემები და მოვიძიო მათი გადაჭრის გზები.

  • რა დაბრკოლებებს გადააწყდით კარიერის მშენებლობის გზაზე?

– სულ გატესტვების რეჟიმში ვარ, მიყვარს მარცხიდან შემდგარი ნამდვილი წარმატება, რომელსაც არა მხოლოდ შედეგი მოაქვს, არამედ შინაგანადაც მზრდის. შესაბამისად, ყოველ ნაბიჯში მაქვს მსგავსი განმავითარებელი „დაბრკოლებები“ და „მარჩხები“…

  • რას სთავაზობთ თქვენს აუდიტორიას?

– ჩემს აუდიტორიას ვთავაზობ ტრენინგ-კურსებს ინდივიდუალური მიდგომით, რომელსაც „გაყიდვების პერსონალური რუკა“ ვუწოდე. ასევე, ვემსახურები კომპანიებს გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებასა და ტრენინგების განხორციელებაში.

  • რა არის თქვენი განსხვავებულობის მახასიათებელი?

– განსხვავებულობას ორი მიდგომა ქმნის-გამოწვევების მიმართ სიღრმისეული მიდგომა და სხვადასხვა რაკურსიდან დანახვა. ეხლა, როგორც უკვე პოზიტიური ფსიქოკონსულტანტიც, ვაძლევ თავს უფლებას უფრო სიღრმისეულად შევისწავლო მათი პრობლემები, მიუღებლობა, შინაგანი ბლოკები, კომპლექსები და ეს ყველაფერი ვაქციო რესურსების წყაროდ, რომლის საშუალებითაც მონაწილეები თავად ქმნიან თავიანთ პერსონალურ გზამკვლევს ბაზარზე.

  • რატომ თქვენ და არა სხვა?

– ასე ვერ ვიტყოდი… მეც და სხვაც, რატომაც არა?! უბრალოდ, ყველას თავისი აუდიტორია ჰყავს. ჩემი სეგმენტი ის ადამიანებია, ვინც სიღრმისეულად უყურებს მოვლენებს და არა ზედაპირულად. შესაბამისად, შედეგიც უფრო მალე დგება და შთაბეჭდილებებიც უფრო ემოციურია.

  • რაშია თქვენი წარმატების საიდუმლო?

– საკუთარი თავის პოვნაში, ნამდვილი „მე“-ს გაცნობასა და მასთან შინაგანი კავშირების დამყარებაში. სხვა ყველაფერი მხოლოდ ზედაპირული და ფასადურია. ნამდვილი წარმატება „შინაგანი სამყარო“-დან მოდის, გარეთ უბრალოდ, თვითგამოხატვას ვაკეთებთ.

  • რას ურჩევდით დამწყებ ტრენერებს?

– ყველას მოუსმინონ და მიმღებლობა გაზარდონ, თუმცა გადაწყვეტილება მხოლოდ საკუთარ „მე“-ს მიანდონ. ჩვენშია ყველა საიდუმლოსა და წარმატების გასაღები.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“9 წლის განმავლობაში ვისმენთ მხოლოდ ბრალდებებს და არა ფაქტებს, მტკიცებულებებს” – კახა კალაძე

"პირდაპირ გეტყვით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი უწყებაა, რომელიც აბსოლუტურად გამჭირვალედ...

“უკეთესს რომ იმსახურებს, ეს რეჟიმის თავგადაკლულმა მომხრემაც იცის – მასთანაც კი რეზონირებს” – თამარ...

"ოპოზიციის ალიანსის" საზაფხულო კამპანიის სლოგანთან - "საქართველო იმსახურებს უკეთესს"...

“ამასაც შეირჩენენ და ქოცარასტი სუპიხვრეპიები, ამასაც გააპრავებენ” – დავით ქაცარავა

გორში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე, მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...