შაბათი, ივლისი 5, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერება"ვერასოდეს იქნები წარმატებული ქვეყანა, როცა მოზარდების 60% საშუალოზე...

“ვერასოდეს იქნები წარმატებული ქვეყანა, როცა მოზარდების 60% საშუალოზე დაბალ განვითარებას აჩვენებს” – ნანა ტოხვაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა ტოხვაძე, IRI-ის კვლევის შედეგებს ეხმიანება:

სკოლის რეფორმის საჭიროებაზე მრავალი წელია ვმსჯელობთ. ცხადია, მოსწავლეთა შედეგების უკუსვლა შესამჩნევი და საგანგაშოა, რადგან გაუმჯობესების ნაცვლად ყოველწლიურად ვიღებთ გაუარესებულ აკადემიურ შედეგებს.

როგორც IRI-ის ბოლო კვლევა ცხადყოფს, მოსახლეობის 64%-ის აზრით განათლების ხარისხი განიცდის უკუსვლას, მაგრამ არ არის იმის აღქმა და კონცეფცია, თუ როგორ უნდა იქნას ეს მიზანი მიღწეული ან რა უნდა მოვითხოვოთ სახელმწიფოსგან ამის გამოსასწორებლად.

პასუხისმგებელი უწყებისთვის განსაკუთრებით ძნელია იმის აღიარება,რომ ამის მიღწევა სერიოზული მიზანი ან პრიორიტეტული საკითხი არ არის. განათლების ხარისხის გაუმჯობესების, ძლიერი ეკონომიკისა და ქვეყნის სტაბილური განვითარების მიმართ მისწრაფებაზე საუბარი საკმარისი არ არის. თუ ეს ასეა, მაშინ გარკვეული ქმედებებიც უნდა განახორციელო.

ჩემი გადმოსახედიდან, რაც გვაკლია, სულ მცირე, რეალური მოქმედება და გონივრული სასკოლო რეფორმის ჩატარებაა, რაც ჩვენი სახელმწიფოს ნომერ პირველი და ეროვნული ინტერესის საკითხი უნდა იყოს.

ვერასოდეს იქნები წარმატებული ქვეყანა, როცა მოზარდების 60% საშუალოზე დაბალ განვითარებას აჩვენებს, ვერ იგებს წაკითხულ ტექსტსს და შინაარსი ვერ გამოაქვს. რომელი ეკონომიკის განვითარებასა და სტაბილურ კეთილდღეობაზე ვსაუბრობთ, როცა, როგორც სახელმწიფო, უკანასკნელი ათწლეულია მშვიდად შესცქერი მომავალი თაობის პერსპექტივის რეგრესს და უმოქმედო ხარ?” – აცხადება ნანა ტოხვაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“მე თუ მკითხავ, ეს კანონი ხელახლა არის დასაწერი” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში...

“დღევანდელი ოპოზიცია ლამის ყოველდღიურად განიცდის მორალურ დამარცხებებს” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციის მარცხზე საუბრობს: "რა არის ყველაზე მძიმე...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...