spot_img
მთავარიინტერვიუ"ქართველმა ერმა მოახერხა უპრეცენდენტო ერთობის ჩვენება, ფაქტობრივად 9...

“ქართველმა ერმა მოახერხა უპრეცენდენტო ერთობის ჩვენება, ფაქტობრივად 9 აპრილს დააამარცხა რუსეთი და მოიპოვა დამოუკიდებლობა” – დავით ქაცარავა

რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან შეიკრიბნენ მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, მათ გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 9 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით, სააგენტო ,,პარალელთან’’ კომენტარი გააკეთა ანტისაოკუპაციო მოძრაობა ,,ძალა ერთობაშია’’-ს დამფუძნებელმა, დავით ქაცარავამ. მისი თქმით, 32 წლის წინ ქართველმა ერმა მოახერხა უპრეცენდენტო ერთობის ჩვენება, რითაც შეძლეს ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის მოპოვება:

,,1989 წლის 9 აპრილი, ჩვენს უახლოეს ისტორიაში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა. ეს როგორც ტრაგედიის, ასევე გამარჯვების დღეც არის. ქართველმა ერმა მოახერხა უპრეცენდენტო ერთობის ჩვენება, ფაქტობრივად 9 აპრილს დააამარცხა რუსეთი და მოიპოვა დამოუკიდებლობა 70 წლიანი მონობის შემდეგ.

სამწუხაროდ, 9 აპრილის შემდეგ, ჩვენმა ერმა ვეღარ მოახერხა ასეთი ერთობის ჩვენება, გაერთიანება. ხოლო, რაც შეეხება, რუსეთის აგრესიას, რომელიც არ წყდება, ეს გასაკვირიც არაა, აგრესია არც არასდროს შეწყდება. რუსეთი ყოველთვის იქნება ჩვენი მტერი მანამ, სანამ ის იქნება ისეთი აგრესიული რეჟიმის მმართველობის ქვეშ, როგორიც პუტინის მმართველობა გახლავთ.

ჩვენ უნდა ვისწავლოთ გაერთიანება, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა. ეს არის გაკვეთილი, რომელიც ჩვენ უნდა ვისწავლოთ, მაგრამ სამწუხაროდ, ერმა ვერ მოახერხა შესაბამისი დასკვნების გაკეთება და დღეს, ჩვენი ერი რჩება გახლეჩილი, მაშინ როდესაც მტერი მოიწევს ყოველდღიურად წინ. ჩვენ ვკარგავთ, როგორც ჩვენს მიწა-წყალს, ასევე მოქალაქებს“, – განაცხადა დავით ქაცარავამ.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა, რამდენიმე დღის წინ, მდინარე ენგურის სანაპიროზე მომხდარი ტრაგედიის შესახებაც ისაუბრა:

,,რამდენიმე დღის წინ, რუსი ოკუპანტების დადევნების შედეგად, გალიდან მომავალი ჩვენი მოქალაქეები შევიდნენ ენგურში და დაიღუპნენ. ეს 4 სიკვდილი შეემატა იმ საერთო რაოდენობას, რაც მტრის სინდისზეა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს ერს, დაივიწყოს ურთიერთშუღლი და მოახერხოს საერთო მტრის წინააღმდეგ გაერთიანება‘’, – აღნიშნა დავით ქაცარავამ.

ავტორი
ნინო დავითაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“უკეთესს რომ იმსახურებს, ეს რეჟიმის თავგადაკლულმა მომხრემაც იცის – მასთანაც კი რეზონირებს” – თამარ...

"ოპოზიციის ალიანსის" საზაფხულო კამპანიის სლოგანთან - "საქართველო იმსახურებს უკეთესს"...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...