spot_img
მთავარიისტორიული ფაქტებისაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნის...

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით პარლამენტში ფოტოგამოფენა გაიმართა

1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღებიდან 30 წელი გავიდა.

საქართველოს პარლამენტში ფოტოგამოფენა გაიმართა, რომელიც მიეძღვნა დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავს, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას და დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმს. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო აღნიშნული მოვლენების ამსახველი არქივებში დაცული დოკუმენტები და ფოტომასალა.

1991 წლის 9 აპრილს მრავალპარტიულმა და დემოკრატიული გზით არჩეულმა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საგანგებო სხდომაზე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 31 მარტს საქართველოში საყოველთაო სახალხო რეფერენდუმი გაიმართა და საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98-მა პროცენტმა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი დაუჭირა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...