spot_img
მთავარიოკუპირებული რეგიონებიშემზარავი ტრაგედია ენგურზე: მდინარემ გარდაცვლილთა ცხედრები სოფელ შანგონასა...

შემზარავი ტრაგედია ენგურზე: მდინარემ გარდაცვლილთა ცხედრები სოფელ შანგონასა და ორსანტიასთან გამორიყა

7 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მდინარე ენგურის სანაპიროზე, მაშველებმა ოთხი ქართველი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გამთენიიდან დაიწყო და დღის მეორე ნახევარში დასრულდა. გარდაცვლილებთან დაკავშირებით ცნობილი ხდება, რომ მათ ოკუპირებული გალის ტერიტორიიდან მდინარის გადაცურვით, გადაუდებელი საჭიროებების გამო სცადეს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსვლა, რამაც, სამწუხაროდ, ლეტალური შედეგი გამოიწვია. სოფელ შამგონასთან ენგურმა სამი, ხოლო სოფელ ორსანტიასთან ერთი ადამიანის ცხედარი გამორიყა. მედიაში გავრცელებული ერთ-ერთი ინფორმაციით ოთხივეს ჰქონდა საშვი, თუმცა აქედან ორს ვადა გასული და ვინაიდან არ უნდოდათ ამის გამო პრობლემები შექმნოდათ ხიდზე, გადაწყვიტეს ენგურის გადმოცურვა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მუხლებით დაიწყო.

ტრაგედიას უმალვე მოჰყვა საზოგადოებისა თუ სამოქალაქო აქტივისტების აღშფოთება და მათ ხელისუფლებას მოუწოდეს ხუთდღიანი სავალდებულო კარანტინის მოხსნისკენ, რომელიც ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს დამატებით პრობლემებს უქმნის. ფაქტთან დაკავშირებით გაკეთდა კონკრეტული განცხადებები.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სრული პასუხისმგებლობა მომხდარზე რუსეთის ფედერაციას დააკისრა: ,,ამ ტრაგედიაზე ისევე, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“ -ასევე მათ ხაზი გაუსვეს იმას, რომ მომხდარის გამო, საქმის კურსში არიან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარკებების თანათავმჯდომარეები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომ ასევე გააქტიურდა ცხელი ხაზი და ხდება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორების ინფორმირება.

ენგურჰესის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში კი ვკითხულობთ, რომ: ,, 31 მარტიდან ენგურჰესიდან წყლის გაშვების პროცესი რეგულარულად მიმდინარეობს, მისი რაოდენობა დადგენილ ნორმაზე მნიშვნელოვნად ნაკლებია და არ შეეძლო გამოეწვია მდინარისა და მისი შენაკადების მნიშვნელოვანი მატება. მდინარე ენგურისა და მისი შენაკადების დონემ განსაკუთრებით მოიმატა ბოლო დღეებში, უხვი ნალექით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად. აქვე უნდა აღინიშნოს, მდინარე ენგურის სიახლოვეს მდებარე სოფლების მოსახლეობა კაშხლიდან წყლის გაშვების წინ ინფორმაციას მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით იღებს.“

მდინარე ენგურზე მომხდარ ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს სახალხო დამცველიც და წერს, რომ 5 დღიანი სავალდებულო კარანტინი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ დააწესა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის ბევრ პრობლემებს უქმნის მათ და აუცილებელია ალტერნატიულ ღონისძიებებზე მსჯელობა, რაც ოკუპირებული გალის მოსახლეობას გადაადგილებაზე დამატებით ბარიერს შეუმსუბუქებს. ომბუდსმენი თავის განცხადებაში აღნიშნავს იმასაც, რომ : ,, დაწესებული შეზღუდვების გამო, აფხაზეთის მაცხოვრებლები საკუთარი სიცოცხლის ფასად სხვადასხვა შემოვლით გზას მიმართავენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახვედრად. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2020 წლის განმავლობაში ასევე დაფიქსირდა 2 უბედური შემთხვევა, როცა ადამიანები საქართველოს სახელმწიფოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრას მდინარე ენგურის გადაცურვით ცდილობდა.“

რაც შეეხება ოპოზიციას, ის მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს, ,,ლელო საქართველოსთვის“ წევრი, ლანა გალდავა, ფორმულასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ხელისუფლება დეოკუპაციის მიმართულებით არაფერს აკეთებს, არ გააჩნია სამოქმედო გეგმა და მოუწოდებს მათ რომ გახსნან ენგურის ხიდი და ჩვენი მოქალაქეები არ დაექვემდებარონ კარანტინს.

აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, რუსტამ ლატიპოვის თქმით, მათ ვერ გაითვალისწინეს მდინარეში წყლის დონე და ვერ გაუმკლავდნენ დინებას, რამაც ლეტალური შედეგი გამოიწვია. დაახლოებით ღამის 03:00 სთ-ზე ენგურჰესიდან იყო წყალი გაშვებული, ეს აღმოჩნდა წყლის დონის მომატების მიზეზი, დე ფაქტო უშიშროების მონაცემებით.

ავტორი
ლიზა დვალი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მოქალაქეებს კი არ უნდა ეჩხუბოთ, პარტნიორად უნდა გაიხადოთ, თანასწორად და არა იერარქიულად” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია კონკრეტულ შენიშვნებს და...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...

“ახლა აბასთუმანში ნებივრობს და უნდა ზედმეტი ტრაფიკი ცაში?!” – პეტრე ცისკარიშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი 16 აპრილიდან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...