spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"გამოძიების გაგრძელება არაეფექტურია, დაცვის ერთადერთი საშუალება სტრასბურგის სასამართლოა“...

“გამოძიების გაგრძელება არაეფექტურია, დაცვის ერთადერთი საშუალება სტრასბურგის სასამართლოა“ – ნიკა სიმონიშვილი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა ცენტრმა (EHRAC) დღეს 7 აპრილს, 2019 წლის 20 ივნისის ღამეს, დაზარალებული დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების სახელით სტრანსბურგის სასამართლოში 2 ახალი საჩივარი გააგზავნა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა განცხადება გააკეთა:

ჩვენ მივმართავთ მთლიანობაში 22 პირის სახელით, მათგან 10 უშუალოდ მონაწილეობდა აქციაში, 11 მედიის წარმომადგენელი იყო, ხოლო 1 პირი უბრალოდ იმყოფებოდა იქ იმ დროისთვის. გამოძიება არაეფექტურია, არის პრობლემები კვალიფიკაციის სისწორესთან დაკავშირებით და არაშესაბამისი კვალიფიკაციით მიმდინარეობს. შესაბამისად ამ მიზეზების გამო, გადავწყვიტეთ რომ დაზარალებულების სახელით მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რადგანაც ვფიქრობთ შიდა ინსტანციებში გამოძიების გაგრძელება არაეფექტურია და დაცვის ერთადერთი ეფექტური საშუალება გვრჩება სწორედაც სტრასბურგის სასამართლო,“ – აცხადებს ნიკა სიმონიშვილი.

განცხადება ასევე გააკეთა „საიას“ სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტმა ქალბატონმა თამარ ონიანმა:
გამოძიება 2019 წლის 22 ივნისს დაიწყო, თუმცა დღემდე 21 თვის გასვლის შემდეგ ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ ხელშესახებ შედეგს, რომ გამოძიებას რეალურად აქვს ნება დასაჯოს შესაბამისი პირები და აღკვეთოს ის დანაშაული, რომელიც 2019 წლის 20 ივნისს მოხდა,“ – აღნიშნა თამარ ონიანმა.

ავტორი
ანა თეზელაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ახლა აბასთუმანში ნებივრობს და უნდა ზედმეტი ტრაფიკი ცაში?!” – პეტრე ცისკარიშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი 16 აპრილიდან...

მიხეილ სააკაშვილი: “ალისა ჩემზე ნაწყენია…”

აღდგომა დღეს თავისი შვილის, ალისას შესახებ საუბრობს, კონკრეტულ ამბავს...

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს კვების პრობლემა არ შეექმნათ, ხალხს მშიერს ვერ დავტოვებთ” –...

თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ უფასო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...

“გაიღვიძა ერთ დილას ივანიშვილმა და გადაწყვიტა, რომ ჰაერის და გარემოს დაბინძურება შემაწუხებელი და მისთვის...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...