სამშაბათი, ივნისი 17, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიოკუპაციაყოველთვის სიამაყით ვიტყვი, რომ მე აჩიკოს დედა ვარ,...

ყოველთვის სიამაყით ვიტყვი, რომ მე აჩიკოს დედა ვარ, რადგან გმირი შვილი გამიზრდია – არჩილ ტატუნაშვილის დედა

არჩილ ტატუნაშვილს დღეს 38 წელი შეუსრულდებოდა. 2018 წლის 22 თებერვალს საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში უკანონოდ დააკავა და აწამა. მეორე დღეს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა. შვილის საფლავზე იყო ასული და ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა რუსუდან ტატუნაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეამაყება აჩიკო ტატუნაშვილს დედობა:

ოცდათვრამეტი წლის გახდებოდა დღეს აჩიკო. ძალიან უყვარდა თავისი დაბადების დღე, ყოველთვის აღნიშნავდა.

მე ყოველთვის სიამაყით ვამბობდი, რომ აჩიკოს დედა ვიყავი და კიდევაც ვიტყვი, რომ მე აჩიკოს დედა ვარ, რადგან გმირი შვილი გამიზრდია. ოკუპანტები მკვლელებს აჯილდოვებენ თუ ქართველს ვინმეს მოკლავენ და ჩემი შვილის მკვლელებს არ დასჯიან…

ჩვენ საკუთარ ოჯახებშიც არ გვიშვებენ, ამის გულისთვის გვსჯიან, კლავენ ჩვენ შვილებს, თვითონ აქ ჩამოდიან საქეიფოდ და დროსატარებლად… რა რეაქცია უნდა მქონოდა, რა თქმა უნდა, ძალიან გავნერვიულდი,“ – განაცხადა რუსუდან ტატუნაშვილმა.

ავტორი
ანა თეზელაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ახლა არის დრო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის ღიად აღდგენის” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

ნინო ჯანგირაშვილი: “მე ვიცი ბოლოს რითი დამთავრდება ეს ყველაფერი”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ სცენარზე საუბრობს,...

“რეპრესიების ფაზები, რომელიც დაამკვიდრებს საქართველოში ტოტალიტარულ მმართველობას” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია საქართველოში ტოტალიტარული მმართველობის დამკვიდრების 6...

“ქოცბანდას დაამარცხებს მხოლოდ სახალხო ერთობა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა მათე დევიძისთვის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...